რაგბი

სხვადასხვა

"შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში "შავმა ლომმა" "თელ ავივ ჰითი" 27:17 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა.

ქართულმა გუნდმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო და პირველი ტაიმი "შავი ლომის" გამარჯვებით, 24:7 დასრულდა.

მეორე ტაიმში "ჰითი" გააქტიურდა და მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირეს, თუმცა, საბედნიეროდ, ეს მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გასულ წელს ამავე ტურნირის ფინალში "თელ-ავივ ჰითი" ანგარიშით 29:17 დაამარცხა.

ფოტო: ირაკლი ტყემალაძე

alt"შავი ლომი". დერეფანი უელსური, შერკინება და ისტორიული გამარჯვება - ქართული!

altშეცდომები და ბარტონის 5 საჯარიმო - "შავი ლომი" "გლოსტერთან" დამარცხდა

ტეგები: