სუპერთასი | "ლუზიტანუშთან" 11 ნოემბერს

AutoSharing Option
"შავი ლომი" 2023 წლის რაგბი ევროპის სუპერთასის მეორე თამაშს 11 ნოემბერს, საქართველოს დროით 20 საათზე ლისაბონში, "ქარ ჟამორ სთედიუმზე“ პორტუგალიურ "ლუზიტანუშთან" გამართავს.

ესპანურ "იბერიანსთან" ბონუსით, 39:19 მოგების შემდეგ "შავი ლომი" ლისაბონში გაემგზავრა და მომავალი ჯახისთვის ადგილზე ემზადება. "ლუზიტანუში" პირველ ტურში ისრაელის "თელ-ავივ ჰითს" დაუხვდა და 23:31 დამარცხდა.

Sportall.Ge
ისე, როგორც "შავი ლომი"" ბორჯღალოსნებისთვის", "ლუზიტანუში" პორტუგალიის ნაკრების საბაზო გუნდია და ეს მომავალ დაპირისპირებას დამატებით ინტერესს მატებს, რადგან 2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.

"შავი ლომი" "ლუზიტანუშს" აქამდე
ერთხელ, 2022 წლის მაისში, სუპერთასის პირველი გათამაშების ფინალში შეხვდა და ქართველებმა ლისაბონში 17:14 მოიგეს. მეორე ტურნირის ნახევარფინალში პორტუგალიელები "ჰითთან" დამარცხდნენ (22:30), რომელსაც მერე თავის მხრივ "შავმა ლომმა" 29:17 სძლია.

rugby.ge

altსუპერთასის პირველ ტურში "შავმა ლომმა" "იბერიანსი" დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამარჯვებას და კარგ თამაშს ვუსურვებ ბიჭებს.იმედია რეპორტაჟს, იქიდან მაინც გვიჩვენებენ.ჩვენებს რევანში აქვთ ასაღები,ისინიც ეცდებიან, საფრანგეთში მიღებული განწყობა,გამარჯვებით გააძლიერონ.მგონი მაგარი თამაში უნდა გამოვიდეს.
სოსო
19:28 07-11-2023
0

სიახლეები პოპულარული