რაგბი

სხვადასხვა

სუპერთასის პირველ ტურში "შავმა ლომმა" "იბერიანსი" დაამარცხა

AutoSharing Option
„შავმა ლომმა“ რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ესპანეთის „იბერიანსი“ 39:19 დაამარცხა და მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც ჩაიწერა.

"შავი ლომი", რომელსაც ტრავმების გამო გამოცდილი მოთამაშეების დიდი ნაწილი ვერ დაეხმარა, დომინირებდა, პირველი ტაიმი 20:5 მოიგო, საბოლოოდ კი 39:19 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის რიგებში შვიდმა დებიუტანტმა ითამაშა.

მომდევნო მატჩს „შავი ლომი“ 11 ნოემერს პორტუგალიაში „ლუზიტანუშთან“ გამართავს.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2023
ა ჯგუფი. I ტური
თბილისი. ავჭალა
შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი) 39:19 (20:5)
შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი
კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ოთარ ლაშხი, 23. სოსო მათიაშვილი.

6 ლელო: ტაბუცაძე, მამრიკიშვილი, თოდუა, აბდუშელიშვილი, ცირეკიძე, მატკავა

3 გარდასახვა: მატკავა

1 ჯარიმა: მატკავა

2 სინბინი: შარიქაძე, ეფრემიძე

ლუზიტანუში (პორტუგალია) – თელ-ავივ ჰითი (ისრაელი) 23:31

ტეგები: