სუპერთასის პირველ ტურში "შავმა ლომმა" "იბერიანსი" დაამარცხა

AutoSharing Option
„შავმა ლომმა“ რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ესპანეთის „იბერიანსი“ 39:19 დაამარცხა და მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც ჩაიწერა.

"შავი ლომი", რომელსაც ტრავმების გამო გამოცდილი მოთამაშეების დიდი ნაწილი ვერ დაეხმარა, დომინირებდა, პირველი ტაიმი 20:5 მოიგო, საბოლოოდ კი 39:19 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის რიგებში შვიდმა დებიუტანტმა ითამაშა.

მომდევნო მატჩს „შავი ლომი“ 11 ნოემერს პორტუგალიაში „ლუზიტანუშთან“ გამართავს.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2023
ა ჯგუფი. I ტური
თბილისი. ავჭალა
შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი) 39:19 (20:5)
შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი
კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ოთარ ლაშხი, 23. სოსო მათიაშვილი.

6 ლელო: ტაბუცაძე, მამრიკიშვილი, თოდუა, აბდუშელიშვილი, ცირეკიძე, მატკავა

3 გარდასახვა: მატკავა

1 ჯარიმა: მატკავა

2 სინბინი: შარიქაძე, ეფრემიძე

ლუზიტანუში (პორტუგალია) – თელ-ავივ ჰითი (ისრაელი) 23:31

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერ ამ დაწერილზე ზემოთ წერთ რომ 30:19 მოიგეს, ქვემოთ გიწერიათ 39:19, რომელიც სწორი ანგარიშია. სანამ გამოქვეყნებთ იქნებ გადაიკითხოთ. თუ რობოტი წერს? Vულოცავ შავ ლომს ამ გამარჯვებას. პირველი თამაში იყო და კარგია რომ მოგებით დაიწყეს და ასეც უნდა გააგრძელონ. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ "ჩელენჯ" თასზე გამოვა ეს გუნდი. კარგია რომ სპანდერაშვილი დაბრუნდა პირველი ხაზი დამძიმდა, მაგრამ პირველ თაიმში შერკინებამ იმათ ძვრა ვერ უყვეს და ასევე მოლშიც ვერფერს გახდნენ. . ბევრი ხარვეზი იყო, არასწორად გაშვებული პასები, ბურთის ვერ დაჭერა, წინ პასები, დისციპლინა. ასეთ თამაშს "ჩელენჯ" თასზე არავინ გვაპატიებს და ამ საშინელი დონოს ესპანურმა გუნდამცე უცბად დაგვიდო თამაშის მიწურულს ლელოებიო, როდესაც სულელური ჯარიმებით 2 კაცი, კაპიტნის ჩათვლით ყვითელი ბარათით იყვნენ დასჯილი. მოკლედ ეს ყველაფერი მისახედია და ასევე უკეთესი სამწვრთნელო გუნდი. მოსაძებნი, რადგან ტყემალაძე ისევ ტყემლაზე ზის და ხურმას მიირთმევს და მაისაშვილს ვერ ელევა, ნათესაური ნეპოტიზმის გამო. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ,ორაგბე არისა და სამწუხაროდ ეს 4 წელი უცბად გაირბენს და შემდგომ მსოფლიოზეც ასე ბევრი ლაყაფით და არასწორი მიდგომით მოვხვდებით. იმას ვერ ხვდებიან რომ მორაგბის კარიერა არ არის 20 წლიანი და მალე მთავრდება და თაობები ვერას აღწევენ ფედერაციის არასწორი მიდგომის გამო. საქართველოში ისე გამჯდარია საბჭოური ანარქიის დროინდელი ვინ ვისი შვილი, ნათესავ ბიზაშვილი ან მეგობარია... ეს სანამ არ გამოსწორდება და პროფესიონალიზმზე ლაპარკაი ზედმეტია...
simarlte
00:37 05-11-2023
5
ასე გადახალისებული შემადგენლობით წარმატებულ სტარტს ვულოცავ ბიჭებს,თუმვა ორი სინბინი,ბევრი ხომ არ არის?ჩვენს კაპიტანს ყვითელი ბარათები მოუხშირდა,ბოლო ხანებში.დასაწყისი კარგია და ვიცით,გაგრძელებაც ასეთივე იქნება.ადმინ,იქნებ როგორმე მოახერხოთ და ამ მატჩის ჩანაწერი მაინც დადოთ, საიტზე.
სოსო
23:23 04-11-2023
0

სიახლეები პოპულარული