ნატა კურტანიძე | მსოფლიო რაგბის პირველი ქართველი სტიპენდიანტი

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელის მოადგილე ნატა კურტანიძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც მსოფლიო რაგბისა და Capgemini-ს სტიპენდიანტი გახდა.

მსოფლიო რაგბისა და Capgemini-ს პროგრამა 2018 წელს დაიწყო და მისი მიზანი ქალი-ლიდერების წარმოჩენა და განვითარებაა. ის მათ ეხმარება პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩინებაში, რის შემდეგაც სულ უფრო მეტი ქალი უნდა გამოჩნდეს საკვანძო პოზიციებზე.

Capgemini, მსოფლიო რაგბის ლიდერობის პროგრამის – „ქალები რაგბიში“ გლობალური პარტნიორი და მსოფლიო ლიდერი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ტრანსფორმაციის დარგში, თამაშობსაქტიურ როლს ქალთა რაგბის განვითარების სტრატეგიული გეგმის
განხორციელებაში. Capgeminiუკვე ორი წელია ამდიდრებს პროგრამას თავისი გამოცდილებით. ეს პროგრამა არის Capgemini-სა და მსოფლიო რაგბის გარდამტეხი თანამშრომლობის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც Capgeminiასევე გახლავთ მსოფლიო რაგბის გლობალური პარტნიორი 2025 წლის რაგბის მსოფლიო თასზე და ქალთა ახალ საერთაშორისო შეჯიბრებაზე – WXV-ზე, რომელიც პირველად ამ წლის მიწურულს იწყება და ქალთა რაგბის ახალ სიმაღლეებზე აიყვანს.

პროფესიული განვითარების ხელშემწყობი დაფინანსების გარდა, წლევანდელი სტიპენდიანტები ასევე ისარგებლებენ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებით Capgemini-ს უნივერსიტეტში, სადაც მათ ექნებათ პერსონალიზებული სასწავლო სესიები და წვდომა ლიდერობის მასტერკლასებზე, ასევე ასობით ონლაინტრენინგზე. მსოფლიო რაგბისთან ერთად, ყოველწლიური სტიპენდიანტების გამოვლენა მან 2018 წლიდან დაიწყო და დღემდე ამ პროგრამით 61-მა ქალმა გაიღრმავა პროფესიული უნარები და ლიდერობისთვის აუცილებელი თვისებები.

Capgemini-ს ლიდერობის პროგრამა „ქალები რაგბიში“: 2023 წლის ნაკადი

2023 წელს Capgemini-ს ლიდერობის პროგრამის – „ქალები რაგბიში“ სტიპენდიანტები არიან: ანგელა კამილ „ასი“ სან ხუანი (ფილიპინები), ბეატრის ფუტურო მიულბაუერი (ბრაზილია), ფაამოანა ლეილუა (ავსტრალია), ჯულიანა კამპანელა (იტალია), მარია სემსონი (კანადა), მარი სტელა გაკიმა (ბურუნდი), ნატალია კურტანიძე (საქართველო), ნიკოლ ასევედო ტანგერიფე (კოლუმბია), სანაია მეჰტა (ინდოეთი), დოქტორი უნალოტო სილი (ტონგა), ზაკია კულაბაკო (უგანდა) და ჟენია ალენი (სანტა-ლუსია).

მსოფლიო რაგბის ქალთა რაგბის ხელმძღვანელი სალი ჰოროქსი ამბობს: „მოხარულები ვართ დავასახელოთ Capgemini-ს ლიდერობის პროგრამის „ქალები რაგბიში“ 2023 წლის სტიპენდიანტები. ქალთა რაგბის განვითარების სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, მზად ვართ ხელი შევუწყოთ ინსპირაციული ლიდერების განვითარებას მოედანზე და მის მიღმა. ეს პროგრამა ჩვენი სტრატეგიის ძირითადი ნაწილია და კვლავინდებურად ასრულებს გადამწყვეტ როლს რაგბიში ქალი ლიდერების წარმატებულ განვითარებაში და რაგბის თამაშის ყველა დონეზე და ყველა ასპექტში ქალების ჩართულობის ზრდაში. Capgemini-ს ლიდერობის პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის სტიპენდიანტები ისარგებლებენ სწავლის განსაკუთრებული შესაძლებლობებით, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი უნარების განვითარებას და ცოდნის გაღრმავებას, რაც აუცილებელია მათი ლიდერებად ჩამოყალიბებისთვის. ეს დადებით გავლენას მოახდენს ქალთა მომავალ თაობებზე რაგბიში“.

Capgemini-ს ადამიანური რესურსების მთავარი დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი ენლებელსი: „Capgemini მოწოდებულია ხელი შეუწყოს ქალებისა და მამაკაცების თანაბარი შესაძლებლობების პოპულარიზაციას, როგორც ტექნოლოგიაში, ასევე რაგბიში, მოედანზე და მოედანს მიღმა. ჩვენი უნივერსიტეტის მეშვეობით ჩვენ დავეხმარეთ ათასობით ქალს ჩვენს გუნდში, ასულიყვნენ შემდეგ საფეხურზე ბიზნესის სფეროში და ლოგიკურია, რომ ეს შესაძლებლობა შევთავაზოთ Capgemini-ს ლიდერობის პროგრამის „ქალები რაგბიში“ 2023 წლის სტიპენდიანტებს რათა მათ, თავის მხრივ, ხელი შეუწყონ ქალთა რაგბის განვითარებას. 2022 წლის სტიპენდიანტებისა და ჩვენი გუნდის გამოხმაურება 2022 წლის სასწავლო გამოცდილებაზე ძალიან შთამაგონებელი იყო და გვიჩენს სურვილს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ წელს“.

ნატა კურტანიძე, რომელიც ქართული რაგბის კეთილდღეობისთვის თითქმის სამი ათეული წელია ზრუნავს, აღნიშნავს:

„Capgemini-ს ლიდერობის პროგრამა „ქალები რაგბიში“ არის სწავლის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. ვიცნობ წინა წლების სტიპენდიანტებს – ჭკვიან, გულანთებულ, ძლიერ და ძალიან ლამაზ ქალებს, რომლებსაც ყველა დაბრკოლების დაძლევა შეუძლიათ. მადლიერი ვარ, რომ მომეცა შანსი, მათ რიგებს შევუერთდე. იმედი მაქვს, რომ ცოდნა, რომელსაც ამ პროგრამის წყალობით მივიღებ, გამოადგება ქართულ და საერთაშორისო რაგბის და, რაც მთავარია, მაგალითი იქნება ქართველი გოგონებისთვის და ქალებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი თავის რეალიზება სპორტში. იმიტომ, რომ მჯერა – მე თუ ამას მივაღწიე, სხვა გოგონები ჩემზე გაცილებით მეტს მიაღწევენ“.

Capgemini-ს ლიდერობის პროგრამა ქმნის ქალი ლიდერების მზარდ გლობალურ ქსელს სპორტულ სამყაროში. სამოცდაერთმა ქალმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მონაწილეობა ამ პროგრამაში, გააგრძელეს სარაგბო კარიერა წამყვან პოზიციებზე ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე და გაუზიარეს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობებს.

წინა წლების ერთ-ერთი სტიპენდიანტია როვენა დავენპორტი, 2022 წლის ნაკადის მონაწილე,ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრია და ასევე, ითავსებს მორაგბეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. მსოფლიო რაგბის საბჭოს წევრი ადა მილბი, რომელიც პროგრამის პირველი – 2018 წლის ნაკადში მოხვდა. მაჰა ზაუი პროგრამაში მონაწილეობის დასრულებიდან ორი წლის თავზე დაინიშნა ქალთა რაგბის მენეჯერად აფრიკის რეგიონულ ასოციაციაში. სტიპენდიანტი მარჯორი ენია გახდა ბრაზილიის რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრი, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ ამერიკის რეგიონულ ასოციაციას მსოფლიო რაგბის საბჭოში და ასევე არის მსოფლიო რაგბის რეგიონული კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე. 2021 წლის სტიპენდიანტი რებეკა დევისი აირჩიეს ინგლისის რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოში; ის ახლახან დაბრუნდა მოედანზე მსაჯის ამპლუაში. კანადის ნაკრების ყოფილი მორაგბე და 2018 წლის სტიპენდიანტი დოქტორი არაბა ჩინტო არის მორაგბეთა კომიტეტის თავმჯდომარე და მსოფლიო რაგბის ქალ მორაგბეთა კეთილდღეობის მმართველი ჯგუფის თავმჯდომარე.

რაგბის გლობალურ მხარდამჭერს – Capgemini-ს აქვს ისტორიული კავშირი რაგბისთან და რაგბის სპონსორობის ღრმა მემკვიდრეობა. Capgemini არის პირველი გლობალური პარტნიორი, რომელიც აფინანსებს მსოფლიო რაგბის და მის ძირითად კაცთა (2023 წლის მსოფლიო თასი) და ქალთა საერთაშორისო ტურნირებს (2021 წლის მსოფლიო თასი, 2025 წლის მსოფლიო თასი), ასევე HSBC-ს რ-ის მსოფლიო სერიას.

წყარო: Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული