რაგბი

სხვადასხვა

"შავი ლომმა" სამხრეთ ამერიკაში მეორე მატჩიც მოიგო

AutoSharing Option
სამხრეთამერიკული ტურნეს მეორე მატჩში "შავმა ლომმა" მონტევიდეოში ჩილეს "სელკნამი" 33:30 დაამარცხა.

პირველი ტაიმი "შავმა ლომმა" 21:10 მოიგო, მეორე ტაიმში მეტოქემ თამაშის შემოტრიალება სცადა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ქართულმა გუნდმა მოიპოვა.

ტურნეს პირველ მატჩში "შავმა ლომმა" არგენტინის "დოგოს XV"-ს 75:19 სძლია, შემდეგ შეხვედრას კი 21 აპრილს ბუენოს-აირესში ადგილობრივ "პამპასთან" გამართავს.

ტეგები: