რაგბი

სხვადასხვა

"რაგბი ევროპამ" ესპანელი მორაგბეები ჯამში 121-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

AutoSharing Option
"რაგბი ევროპამ" ესპანეთის ნაკრები მორაგბეები რამდენიმეკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ბელგია-ესპანეთის მატჩში რუმინელ მსაჯ ვლად იორდაჩესკუზე თავდასხმის გამო "რაგბი ევროპამ" შემდეგი მორაგბეები დასაჯა:

გიიო რუე - 36 კვირა
სებასტიან რუე - 43 კვირა
პიერ ბარტერტი - 14 კვირა
ლუკას გიომი - 14 კვირა
მატიე ბელი - 14 კვირა

ესპანელებს გადაწყვეტილების გასაჩივრება 7 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ჯერ არაა ცნობილი, მოხდება თუ არა ბელგია-ესპანეთის მატჩის გადათამაშება.

▶ სკანდალი რუმინეთსა და ბელგიაში: "ბორჯღალოსნებს" შესაძლოა ტიტული დაუბრუნონ
▶ დღეს რაგბი დამარცხდა - ესპანელმა
მორაგბეებმა მსაჯზე გაიწიეს [VIDEO]