ზემო ვეძისში მორაგბე ლაშა საჯაია და 3 პიროვნება დაჭრეს, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

AutoSharing Option
როგორც იუწყეს, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ზემო ვეძისში ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს, რომელთა შორისაა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, მორაგბე ლაშა საჯაია, მისი მეგობარი გოგო და ასევე ლაშას ძმა. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ფილტვში აქვს მიყენებული.

შსს ვეძისში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეყვანილ იქნა ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

შეტყობინების მიღებისთანავე, რესპუბლიკურ
საავადმყოფოში გამოცხადდნენ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლები.

ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, ვეძისის დასახლებაში, დაახლოებით, 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაჭრის ფაქტი მოხდა. დაჭრილები არიან: 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ.

ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს." - ნათქვამია განცხადებაში
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოველდღე ვიღაცას ესვრიან.საიდან ამდენი იარაღი მოსახლეობაში?
სოსო
08:10 11-04-2018
0
სიახლეები პოპულარული