რაგბი

სხვადასხვა

მერაბ კვირიკაშვილი სასამართლოში ადვოკატთან და მეგობრებთან ერთად იმყოფება

AutoSharing Option
ქუთაისის სასამართლოში 2016 წელს მომხდარი ავარიის საქმის განხილვა მიმდინარეობს, სადაც ბრალი ცნობილ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს აქვს წარდგენილი.

მერაბ კვირიკაშვილი სასამართლოში ადვოკატთან და მეგობრებთან ერთად იმყოფება.

მერაბ კვირიკაშვილმა მომხდართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ განცხადებას არც ახლა და არც სასამართლოს დასრულების შემდეგ არ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ საქმე უკავშირდება 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ