რაგბი

სხვადასხვა

კონტინენტის ფარი: "ბათუმმა" "ტიმიშოარა-სარასენსს" მოუგო და პლეი ოფში ითამაშებს!

AutoSharing Option
16 დეკემბერს "ბათუმმა" "ბათუმი არენაზე" ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში რუმინულ "ტიმიშოარა-სარასენსს" უმასპინძლა და ანგარიშით 20:17 დაამარცხა.

ამ მოგებით "ბათუმმა" პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

ქართველთა მხრიდან ლელოს დადება ბექა მამრიკიშვილი და ზურაბ თუთბერიძემ მოახერხეს. ორი გარდასახვა და ორი ჯარიმა კი ბახვა კობახიძის ანგარიშზეა.

სტუმართაგან ლელოებით ლეიტერსი, მანუმუა და რუსი გამოირჩნენ, ხოლო ერთი გარდასახვა ანგარიშზე მანუმუამ ჩაიწერა.
ტეგები: