"ბათუმმა" "ტიმიშოარა-სარასენსთან" მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
"ბათუმის" სამწვრთნელო შტაბმა ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრისთვის, წინა მატჩთან შედარებით, სასტარტო 15-ში ერთი ცვლილება განახორციელა.

16 დეკემბერს ზღვისპირელები რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშოარა-სარასენსს" "რაგბი არენაზე" დაუხვდებიან ბათუმში (ლეონიძის 2) და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში თამაშს გაინაღდებენ, სხვა შემთხვევაში კი, მდევრების შედეგებისთვის მოუწევთ ლოდინი. ტურნირის მთავარ ფავორიტთან მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ერთი კვირის წინანდელ თამაშთან შედარებით, ერთადერთი ცვლილება უკანა ხაზში განხორციელდა და გარემარბად თამაშს გიორგი გოგიტიძე იწყებს, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა და ნიკა ნინიძეს ადგილი გაუცვალა.

მარქაფაში
აღარაა გიორგი თედორაძე და თადარიგში მურმან ჯიჯავაძე გამოჩნდა, რომელსაც მოედანზე შესვლის შემთხვევაში ევროტურნირებში დებიუტი ექნება. თადარიგშია ირაკლი კვანტიძე. მან "ვიადანასთან" მხარი დაიზიანა, თუმცა მომავალი თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში შეცვლაზე შევა.

Sportall.Ge

"ბათუმის" შემადგენლობა:

ხაზი (ბექები): 15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. დავით ტრაპაიძე, 12. ბექა ურჯუკაშვილი, 11. გიორგი გოგიტიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ზურაბ თუთბერიძე (კაპ.);

შერკინება (ფორვარდები): 1. ზურაბ ერისთავი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. ტარიელ დონაძე, 4. ამირან მიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. ვანო ფუტკარაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი;

მარქაფა: 16. ირაკლი კვანტიძე, 17. მურმან ჯიჯავაძე, 18. შოთა გოგისვანიძე, 19. არჩილ ალიქაძე, 20. ჯონდი კორტავა, 21. დურმიშხან ჯაბნიძე, 22. ნიკა ნინიძე, 23. ნუკრი

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ წასაგები თამაშები წავაგეთ,მაგრამ ისეთი გამოცდილება მივიღეთ,როგორიც აქამდე საქართველოს არცერთ გუნდს არა ჰქონია.ახლა გადამწყვეტი მომენტია და დროა ეს გამოცდილება საქმედ და გამარჯვებად ვაქციოთ.ვაჟკაცურად ბიჭებო,დროა ყველას დაუმტკიცოთ,რომ ნაკრებთან ერთად კლუბებიც გადაიზარდნენ ერთა ლიგის დონისათვის.ბათუმს შეუძლია ამ მატჩში გამარჯვება და გაიმარჯვებს კიდეც,ძალიან ,ძალიან გაუჭირდება,მაგრამ მაინც გაიმარჯვებს.
სოსო
19:33 15-12-2017
0
ფიზიკურად სუსტები არიან სერიოზული გუნდი გადაუვლის
იმუშავეთ ფიზიკაზე
lelo
16:51 15-12-2017
0

სიახლეები პოპულარული