რაგბი

სხვადასხვა

კონტინენტის ფარი: "ვიადანა" "ბათუმი" 31-27

AutoSharing Option
დღეს, 9 დეკემბერს კონტინენტის ფარზე "ბათუმი" სტუმრად 27:31 დამარცხდა "ვაიდანასთან".

პირველი ტაიმი "ბათუმმა" 24:5 მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა შეძლეს თამაშის შემოტრიალება და 31-27 გაიმარჯვეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთებზე "ბათუმი" მინდორზე 12 მორაგბის ამარა იყო, ვინაიდან მსაჯმა 3 მოთამაშე გაასინბინა.

წაგებული მატჩის მიუხედავად, "ბათუმმა" ბონუსი (7-ზე ნაკლები ქულით წაგება) აიღო და 8 ქულით ჯგუფში ლიდერობას ინარჩუნებს

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩზე რომელიც 16 დეკემბერს (15 სთ) ბათუმის რაგბი არენაზე გაიმართება - "ტიმოშოარა სარაენსთან" მატჩზე დასწრება თავისუფალია.