რაგბი

სხვადასხვა

იტალიის ნაკრების ყოფილი მორაგბის ანდრეა ბენატის მეუღლემ ორი შვილი მოკლა

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ იტალიის მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრის, 39 წლის ანდრეა ბენატის ფსიქიურად დაავადებულმა მეუღლემ, ანტონელა ბარბერიმ თავიანთი ორი საერთო შვილი მოკლა.

ქალმა თავისი 2 წლის ქალიშვილი სახლში საწოლში გაგუდა, ხოლო 5 წლის ვაჟიშვილი ავტომობილით რეჯიო ემილიაში წაიყვანა და გზაში სამზარეულოს დანით სიცოცხლეს გამოასალმა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა უშედეგოდ სცადა, მუცელში რამოდენიმეჯერ დანა ჩაირტყა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბენატიმ თამაშს თავი 2011 წელს ტრავმის გამო დაანება და საკუთარი ავტოსერვისი გახსნა.
ასევე დაგაინტერესებთ