7-კაცა: ორი მოგება დუბაიში

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა დუბაის საერთაშორისო ტურნირზე ხუთიდან ორი თამაში მოიგო.

ჩვენმა გუნდმა ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა. დუბაის საერთაშორისო ტურნირი ევროპის გრან პრის სერიებისთვის (რომლის პირველი ეტაპი მაისის ბოლოს მოსკოვში გაიმართება) მოსამზადებელი ტურნირია და ზაზა ლეჟავამ დუბაიში თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალგაზრდა დებიუტანტებს მისცა.

პირველ დღეს საკვალიფიკაციო თამაშები გაიმართა. ქართველების პირველი მეტოქე საფრანგეთის ნაკრების სარეზერვო გუნდი ‘ფროგისი’ იყო და მეტოქემ 24:0 იმარჯვა, მეორე მატჩში წვეულ გუნდ ‘კუკრი კობრას’ ორი ლელო გავუტანეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 12:26, ხოლო დღის
ბოლოს გერმანიის ნაკრებს ოთხი ლელოთი 24:5 ვაჯობეთ.

მიუხედავად ამისა, საქართველოს 7-კაცამ მეორე დღეს ჩელენჯ ტროფიზე გადაინაცვლა და მეოთხედფინალში ზამბიას 24:21 მოუგო (ლელოებით 4:3), ნახევარფინალში ზიმბაბვეს ჩემპიონს (15 და 7-კაცა რაგბში), ‘წმინდა გიორგის კოლეჯის’ გუნდს შეხვდა და გათამაშებას გამოეთიშა - 5:19.

ჩვენი 7-კაცა 2018 წლის თებერვალში 10-12-დღიანი შეკრებით სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და 3-4 მარტს იქვე ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს 7-კაცამ დუბაიში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნიკო აფციაური (არმია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), ოთარ ძაგნიძე (აია), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), გიორგი აბრამიძე (აია), ნიკა ბიწაძე (ჯიქი), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო-სარასენსი), საბა შუბითიძე (აკადემია).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

ექიმი: ვახტანგ წიკლაური

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, სადაც ერთმანეთის წარმატებისთვის კომპლექსური და დაუღალავი შრომა მიმდინარეობს, რასაც საბოლოო დიდ წარმატებამდე მივყავართ!
გუჯა კახაძე
17:15 04-12-2017
0
მეტი არაა ჩემი მტერი, ამათ ოლიმპიადის საგზური მოიპოვონ.
dato
10:45 04-12-2017
2

სიახლეები პოპულარული