რაგბი

სხვადასხვა

რაგბის 2023 წლის მსოფლიოს თასი საფრანგეთში გაიმართება

AutoSharing Option
რაგბის 2023 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება საფრანგეთში გაიმართება.

ტურნირის გამართვის ადგილი დღეს World Rugby-ს კომიტეტის სხდომაზე აირჩიეს.

მსოფლიოს თასი საფრანგეთში პირველად არ გაიმართება. ფრანგებმა სარაგბო მუნდიალს 2007 წელს უმასპინძლეს. მაშინ გამარჯვებული სამხრეთი აფრიკა გახდა.