რაგბი

სხვადასხვა

კონტინენტის ფარი: "ბათუმმა" გერმანული "ჰაიდელბერგი" დაამარცხა

AutoSharing Option
21 ოქტომბერს "ბათუმმა" "რაგბი არენაზე" კონტინენტის ფარზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი გამართა.

ბათუმელებმა გერმანულ "ჰაიდელბერგს" უმასპინძლა და ანგარიშით 33:16 დაამარცხეს.

მასპინძლებმა მეტოქეს 4 ლელო დაუდეს. თავი გამოიჩინეს თუთბერიძემ, გოგიტიძემ, ერისთავმა და ტრაპაიძემ. ურჯუკაშვილის ანგარიშზეა ასევე ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა, ხოლო კობახიძემ ერთხელ გარდასახა და ერთი ჯარიმა გაიტანა.

"ჰაიდელბერგმა" მხოლოდ ერთი ლელო დადო, რომლის ავტორი ფერეირა გახდა, რომ მარსელო კუციამ 3 ჯარიმა და ერთი გარდასახვა გააკეთა.

ამ გამარჯვების შემდეგ "ბათუმმა" ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მომდევნო მატჩს ბათუმელები იტალიელ "ვიადანასთან"
სტუმრად 9 დეკემბერს ჩაატარებენ.

B ჯგუფი
თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ბათუმი 2 0 0 1 +13 7 2
2. ლისაბონი 1 1 0 0 +5 4 0
3. კალვიზანო 1 0 0 1 -4Q 1 1
4. პადოვა 1 0 0 1 -4 1 1

"ბათუმმა" მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:

ხაზი (ბექები)

15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. გიორგი გოგიტიძე, 12. ბექა ურჯუკაშვილი, 11. დურმიშხან ჯაბნიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ზურაბ თუთბერიძე;

შერკინება (ფორვარდები)

1. ირაკლი კვანტიძე, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. შოთა გოგისვანიძე, 4. ამირან მიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. არჩილ ალიქაძე, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე, 17. ზურა ერისთავი, 18. ტარიელ დონაძე, 19. ზურა ბეჟანიძე, 20. ვანო ფუტკარაძე, 21. ნიკა ნინიძე, 22. მანუჩარ გრიგოლია, 23. დავით ტრაპაიძე.