კონტინენტის ფარი: "ბათუმმა" გერმანული "ჰაიდელბერგი" დაამარცხა

AutoSharing Option
21 ოქტომბერს "ბათუმმა" "რაგბი არენაზე" კონტინენტის ფარზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი გამართა.

ბათუმელებმა გერმანულ "ჰაიდელბერგს" უმასპინძლა და ანგარიშით 33:16 დაამარცხეს.

მასპინძლებმა მეტოქეს 4 ლელო დაუდეს. თავი გამოიჩინეს თუთბერიძემ, გოგიტიძემ, ერისთავმა და ტრაპაიძემ. ურჯუკაშვილის ანგარიშზეა ასევე ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა, ხოლო კობახიძემ ერთხელ გარდასახა და ერთი ჯარიმა გაიტანა.

"ჰაიდელბერგმა" მხოლოდ ერთი ლელო დადო, რომლის ავტორი ფერეირა გახდა, რომ მარსელო კუციამ 3 ჯარიმა და ერთი გარდასახვა გააკეთა.

ამ გამარჯვების შემდეგ "ბათუმმა" ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მომდევნო მატჩს ბათუმელები იტალიელ "ვიადანასთან"
სტუმრად 9 დეკემბერს ჩაატარებენ.

B ჯგუფი
თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ბათუმი 2 0 0 1 +13 7 2
2. ლისაბონი 1 1 0 0 +5 4 0
3. კალვიზანო 1 0 0 1 -4Q 1 1
4. პადოვა 1 0 0 1 -4 1 1

"ბათუმმა" მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:

ხაზი (ბექები)

15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. გიორგი გოგიტიძე, 12. ბექა ურჯუკაშვილი, 11. დურმიშხან ჯაბნიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ზურაბ თუთბერიძე;

შერკინება (ფორვარდები)

1. ირაკლი კვანტიძე, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. შოთა გოგისვანიძე, 4. ამირან მიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. არჩილ ალიქაძე, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე, 17. ზურა ერისთავი, 18. ტარიელ დონაძე, 19. ზურა ბეჟანიძე, 20. ვანო ფუტკარაძე, 21. ნიკა ნინიძე, 22. მანუჩარ გრიგოლია, 23. დავით ტრაპაიძე.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ყოჩაღ ბიჭებო ! ეჭვიც არ მეპარებოდა ! ასე გააგრძელეთ!
გგგ
18:06 21-10-2017
0
გაიხარეთ ბათუმელებო, როგორც, რომ ქართველი გულშემატკივარი გაგავახარეთ და ჩაგვისახეთ იმედი, რომ ევროპაში ბილიკი კი არა გზა იკვალება ქართული საკლუბო რაგბის და ისეთივე მაღალ მიჯნებს მივაღწევთ, როგორც სანაკრებო დონეზე. მაღალი ღმერთი შეგეწიოთ და მისი მადლი გფარავდეთ ყველგან.
gizog
19:47 21-10-2017
0

სიახლეები პოპულარული