რაგბი

სხვადასხვა

"ბათუმი“ "როვიგოსთან“ 27:31-ზე დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი" ევროპული რაგბის "კონტინენტური ფარის" გათამაშების პირველ მატჩში სტუმრად იტალიაში „როვიგოს“ შეხვდა.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 22:10 მოიგო, მაგრამ სამწუხაროდ, შესვენების შემდეგ მასპინძლებმა სამი ლელო დაგვიდეს, გამოცდილების ხაჯზე თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და 31:27 მოიგეს. თუმცა, უნდა ითქვას, დებიუტანტის კვალობაზე ჩვენმა გუნდმა ურიგოდ არ ითამაშა.

შემდეგ მატჩს "ბათუმი“ 21 ოქტომბერს 15:00 საათზე სახლში, "რაგბი არენაზე" გერმანიის "ჰაიდელბერგთან“ ჩაატარებს. პლეი- ოფში ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის. ფინალში გამარჯვებული კი, მომავალი წლიდან "ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში იასპარეზებს.