ოთხი ერი. IV ტური: ესეც სიურრეალიზმია?

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრებმა ოთხი ერის გათამაშების მეოთხე ტურში უშუალო კონკურენტი, სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდი 57:0 დაამარცხა. ამაზე მეტი რა უნდა დაწერო? ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რა ხდებოდა მოედანზე - ერთი თამაშობდა, მეორე "იდგა" და უყურებდა.

მეორე ტურში "ოლ ბლექსმა" "ვოლაბებს" სტუმრად 54:34 რომ მოუგო, ის თამაში სიურრეალიზმად შერაცხეს. ახლა, ამას რა ვუწოდოთ?

ახალი ზელანდიის ნაკრები მეტოქეს ძალიან სერიოზულად რომ მიუდგა, თამაშის დაწყებამდე გამოჩნდა. მათ ჰაკას ნაირსახეობა "კაპა ოპა" შეასრულეს, რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებული მატჩის წინ ასრულებენ. ოთხი ერის გათამაშების სხვა მატჩებში კი,
ისინი მეტოქეებს "კამატეთი" მიესალმნენ.

"თავიდან ცოტა ვინერვიულეთ. მერე, როცა საკუთარი თამაშის რიტმი დავიჭირეთ, ყველაფერი გამოგვდიოდა. ამ მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადეთ. სამხრეთ აფრიკამ გვაიძულა, საკუთარი თავი გვეპოვა, რადგან ამ გუნდს დიდ პატივს ვცემთ, როგორც ღირსეულ მეტოქეს" - თქვა ნამატჩევს გუნდის თამაშით აშკარად კმაყოფილმა "ოლ ბლექსის" თავკაცმა სტივ ჰანსენმა.

ახლა ვინმეს ცალკე გამოყოფა და ხოტბის შესხმა ზედმეტია. ეს ის შემთხვევაა, როცა მართლაც ყველა ბრწყინვალედ გაისარჯა. მიუხედავად იმისა, რომ "ბოკეს" კიდევ აქვს თეორიული შანსი, "ოლ ბლექსს" დაეწიოს, ვფიქრობთ, ამ მატჩით ოთხი ერის წლევანდელი გათამაშება "დამთავრდა". მისი გამარჯვებული უკვე ცნობილია. წარმოუდგენელია, ამაში ახალი ზელანდიის ფანტასტიკურ გუნდს ვინმემ ხელი შეუშალოს.

* * *
პირველი გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე გათამაშებაში ავსტრალიის ნაკრებმა, რომელმაც შინ არგენტინის ეროვნულ გუნდს 45:20 სძლია.

აღსანიშნავია, რომ "პუმებმა" მეტოქეს პირველი ტაიმი 13:10 მოუგეს, თუმცა მერე, შესვენების შემდეგ ავსტრალიელების შეჩერებას ვერაფრით ახერხებდნენ. საბოლოოდ "ვოლაბებმა" მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს და საპრემიო ქულაც მიითვალეს.

ოთხი ერი. IV ტური
ახ.ზელანდია-სამ. აფრიკა 57:0
ახ.ზელანდია: 8ლ - მილნერ-სკადერი (2), იოანი, ს.ბარეტი, რეტალიკი, სოპოაგა, ტეილორი, ტუუნგაფასი. 7გ,ს - ბ. ბარეტი.

ავსტრალია-არგენტინა 45:20
ავსტრალია: 6ლ - ფოლაუ (2), კეპუ, გენია, ფიპსი, ულისი. 6გ,ს - ფოლი.
არგენტინა: 2ლ - ლანდახო, მორონი. 2ს,2გ - სანჩესი.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ახ. ზელანდია 4 4 0 0 +100 19(3)
2. სამ. აფრიკა 4 2 1 1 -17 11(1)
3. ავსტრალია 4 1 1 2 -1 8(2)
4. არგენტინა 4 0 0 4 -82 0(0)

V ტური
30 სექტემბერი
სამ. აფრიკა-ავსტრალია
არგენტინა-ახ. ზელანდია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვიდეოც დაგედოთ ბარემ რა იქნებოდა??? რაც საიტის სახე შეიცვალა მას შემდეგ აშკარად უკან უკან იხევთ, რაც ძალიან ცუდია. ბევრ საინტერესო რამეს არ აშუქებთ და თუ აშუქებთ არასრულყოფილად. მიიღეთ რჩევა ერთი თქვენი რიგითი მკითხველისგან და დახვეწეთ ცოტა სტატიებიც და საიტიც.
მკითხველი
11:47 20-09-2017
1
"კაპა ოპა" კი არა haka kapa o pango
გიორგი
17:52 18-09-2017
0

სიახლეები პოპულარული