ოთხი ერი. IV ტურის წინ: ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოთხი ერის გათამაშების მე-4 ტურში, მიმდინარე შეჯიბრების ყველაზე მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი მატჩი გაიმართება.

ნორს ჰარბორში ზელანდიის ნაკრები სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "ოლ ბლექსი", ისევე როგორც "ბოკე", ჯერაც დაუმარცხებელია. ეგ არის, სამხრეთაფრიკელები ავსტრალიასთან სტუმრად მხოლოდ ფრეს გამორჩნენ. ამ მატჩში გამარჯვებული, შესაძლოა, საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებულიც გახდეს.

"ბოკე" ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ბურთით კარგად უტევს, დაცვა თამაშიდან-თამაშამდე უმჯობესდება. ვიცით, რომ მძიმე ბრძოლა გველის. ჩვენ მეტოქეობის დიდი ხნის ისტორია გვაქვს. ისინი ყოველთვის სახიფათონი და კონკურენტუნარიანები არიან" - თქვა "ოლ ბლექსის" მწვრთნელმა
სტივ ჰანსენმა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში აარონ სმიტი დააბრუნა, შერკინების ბურჯ კენ ჰამესს კი, პირველად მისცა საშუალება, თამაშში პირველი წუთებიდანვე ჩაერთოს.

კიდევ უფრო დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს ავსტრალიის ნაკრებს კანბერაში, სადაც არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"პუმებმა" დიდი ხანია, დაამტკიცეს, ხელწამოსაკრავები რომ არ არიან. გასულ უქმეებზე კი, სულაც ახალი ზელანდიის ნაკრების ქომაგები გვარიანად ანერვიულეს. "ოლ ბლექსთან" პირველი ტაიმის მოგება ამ გუნდისთვის კარგი შედეგია. თუმცა, "პუმები" ეცდებიან, ავტრალიასთან მატჩში დაამტკიცონ, რომ მეტი შეუძლიათ.

ახ.ზელანდია-სამ.აფრიკა
ახ.ზელანდია: 15. დამიენ მაკენზი, 14. ნეჰე მილნერ-სკადერი, 13. რაიან კროტი, 12. სონი ბილ უილიამსი, 11. რიკო ვაითლოქი, 10. ბოდენ ბარეტი, 9. აარონ სკოტი; 1. კენ ჰამესი, 2. დენ კოლი, 3. ნეპო ლაულალა, 4. ბროდი რეტალეკი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ლიან სქაუაირი, 8. კირან რიდი
სათ: 16. კოდი ტეილორი, 17. უაით კროკეტი, 18. ოფა ტუუნგაფასი, 19. სკოტ ბარეტი, 20. არდი სავეა, 21. თი კეი პერენარა, 22. ლიმა სოპოაგა, 23. ანტონი ლინრეტ-ბრაუნი
სამ. აფრიკა: 15. არდი კუცია, 14. რაიმონდ რუე, 13. ჯესი კრილი, 12. იან სერფონტეინი, 11. კურტ სკოსანი, 10. ელტონ იაინკისი, 9. როს კრონიე; 1. ტენდაი მთავარირა, 2. მალკოლმ მარქსი, 3. რუან დრეიერი, 4. ებენ ეცებესი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სიია კოლისი, 7. ლუკ დუ პრი, 8. უზაირ კასიმი.

ავსტრალია-არგენტინა
ავსტრალია: 15. ისრაელ ფოლაუ, 14. ჰენრი სპისი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. კარტლი ბილი, 11. რის ჰოგი, 10. ბერნარ ფოლი, 9. ვილი გენია; 1. სკოტ სიო, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. სეკოპე კეპუ, 4. რობ საიმონსი, 5. ადამ კოლემანი, 6. ნედ ჰენიგანი, 7. მაიკ ჰუპერი, 8. შონ მაკმაჰონი
სათ: 16. ჯორდან ულისი, 17. ტომ რობერტსონი, 18. ალან ალაალატოა, 19. ისაკ როდა, 20. ჯეკ დემპსი, 21. ნიკ ფიპსი, 22. სამუ კერევი, 23. მარიკა კოროიბეტე
არგენტინა: 15. ემილიანო ბოფელი, 14. მატიას მორინი, 13. მატიას ორლანდო, 12. ჯერონიმო დე ლა ფუენტე, 11. რამირო მოიანო, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. მარტინ ლანდახო; 1. ლუკას ნოგიერა, 2. ავგუსტინ კრევი, 3. ნოელ ჩაპარო, 4. გვიდო პეტი, 5. მატიას ალემანო, 6. პაბლო მატერა, 7. ხავიერ ორტეგა, 8. ტომას ლასანა
სათ: 16. ჯულიან მონტონია, 17. სანტიაგო ბოთა, 18. ენრიკე პიერეტო, 19. მარკოს კრემერი, 20. ხუან მარტინ ლეგუსამონი, 21. ტომას კუბელი, 22. სანტიაგო იგლესიასი, 23. მანუელ მონტერო.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ახ. ზელანდია 3 3 0 0 +43 14 (2)
2. სამ. აფრიკა 3 2 1 0 +40 11 (1)
3. ავსტრალია 3 0 1 2 -26 3 (1)
4. არგენტინა 3 0 0 3 -57 0 (0)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ჯგუფში თამაშობდეს საქართველოს ნაკრები :)
ogafa
09:06 16-09-2017
0

სიახლეები პოპულარული