ოთხი ერი: სრულყოფილი ზელანდია და ამაყი არგენტინა

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრები ოთხი ერის გათამაშების მესამე ტურის მატჩში შინ, ნიუ პლიმუთში არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა გუნდში რამდენიმე ცვლილება განახორციელა.

არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში ეროვნულ ნაკრებში მეორე კეპს მოიხვეჭს მესამეხაზელი ვაეა ფიფიტა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში პირველად დადგება. მეორეხაზელი ლუკ რომანო კი წლეულს პირველად მოირგებს "ოლ ბლექსის" კვართს. ვაით კროკეტი და სემ კენი სათადარიგოთა შორის იქნებიან.

"არგენტინასთან მატჩი საკმაოდ მნიშვნელოვანი ტესტია. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, რათა ჩვენი მორაგბეები გაიზარდონ, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდური თამაშით. ვფიქრობ, ასეც
იქნება. მთელი კვირის განმავლობაში მზადება სასარგებლო იყო, რაც შაბათის მატჩშიც გამოჩნდება.

პირველ ორ მატჩში ავსტრალიის ნაკრებთან საკმაოდ კარგი გაკვეთილები მივიღეთ. ახლა ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც უკვე კარგად ვიცნობთ.

არგენტინის ნაკრები დინამიკური, ფიზიკურად მძლავრი რაგბის მიმდევარი გუნდია. ისინიც ამაყი ხალხია და თავდაუზოგავად იბრძოლებენ ჩვენ წინააღმდეგ. ამიტომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

აქ, ნიუ პლიმუთში შესანიშნავი პირობები შეგვიქმნეს. ეს ნამდვილად რაგბის ქალაქია. ადგილობრივები მხურვალედ გვიჭერენ მხარს და მოუთმენლად ველით შაბათის დადგომას" - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა.

ახალი ზელანდია
15. დამიენ მაკენზი, 14. ისარელ დაგი, 13. ენტონ ლინერტ-ბრაუნი, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. ნეჰე მილნერ-სკადერი, 10. ბოდენ ბარეტი, 9. თი ჯეი პერენარა. 1. ჯო მუდი, 2. დენ კოლი, 3. ნეპო ლაულალა, 4. ლუკ რომანო, 5. ბროდი რეტალიკი, 6. ვაეა ფიფიტა, 7. არდი სავეა, 8. კირან რიდი
სათ: 16. კოდი ტეილორი, 17. ვაით კროკეტი, 18. ოფა ტუუნგაფასი, 19. სკოტ ბარეტი, 20. სემ კაენი, 21. ტავერა კერ-ბარლოუ, 22. ლიმა სოპოაგა, 23. ნგანი ლაუმაპე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული