ევროთასებს ვუბრუნდებით! "ბათუმი" კონტინენტურ ფარზე ითამაშებს

AutoSharing Option
"რაგბი ევროპამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართული კლუბი "ბათუმი", რომელიც საქართველოს ვიცე-ჩემპიონია, წლეულს "ვეროპული რაგბის კონტინენტური ფარის" გათამაშებაში ჩაებმება.

"რაგბი ევროპის" მიზანია, ევროპულ საკლუბო ტურნირებში რაც შეიძლება მეტი ქვეყნის გუნდი ჩართოს. წლეულს ამ გათამაშებაში საქართველოს, რუმინეთის, პორტუგალიისა და გერმანიის თითო გუნდი ითამაშებს. ოთხი კლუბით იქნება წარმოდგენილი იტალია.

"ბათუმი" B ჯგუფში მოხვდა, თუმცა მატჩებს მხოლოდ A ჯგუფის წარმომადგენლებთან გამართავს. ესენია: "როვიგო" (იტალია), "ვიადანა" (იტალია), "ტიმიშოარა" (რუმინეთი) და "ჰაიდელბერგი" (გერმანია). B ჯგუფში ბათუმელებთან ერთად "კალვიზანო" (იტალია), "პადოვა" (იტალია) და "უნივერსიტეტი" (პორტუგალია) იქნებიან.

ჩვენი გუნდი მეტოქეებთან, გათამაშების ფორმატიდან გამომდინარე, თითო მატჩს გამართავს. ჯგუფებში გამარჯვებულები კი რუსულ კლუბებს, "ენისეის" და "კრასნი იარს" ორჯერ დაუპირისპირდებიან შინ და გარეთ. ამ შეხვედრებში გამარჯვებულები 2018-19 წლებში "ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ჯგუფურ ტურნირზე იასპარეზებენ.

ამასთან ერთად, ჯგუფებში გამარჯვებულები ფარისთვის ბრძოლაში ფინალურ მატჩს მომავალი წლის მაისში, ბილბაოში გამართავენ "სან მამესის" სტადიონზე. აქვე გაიმართება ჩემპიონთა თასისა და "ჩელენჯ კაპის" ფინალური მატჩები.

მეტოქეები
როვიგო - ეს კლუბი 1935 წელს პადოველმა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტმა დავიდე ლანზონიმ დააარსა. "როვიგო" მას შემდეგ 12-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. ეს ტიტული ბოლოს გუნდმა 2016 წელს მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ "როვიგო" ქართველი მორაგბეებისთვის კარგად ნაცნობი კლუბია. აქ საუკუნის დასაწყისში თამაშობდნენ
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბეები: აქვსენტი გიორგაძე, ილია ზედგინიძე, ბესიკ ხამაშურიძე, არჩილ ქავთარაშვილი.

ვიადანა - "ვიადანა" შედარებით ახალგაზრდა გუნდია. ის 1970 წელს დაარსდა, თუმცა იტალიის ჩემპიონის ტუტულის მოპოვება ხუთჯერ მაინც შეძლო. ეს კლუბი მეტწილად, იტალიური რაგბის საშუალო დონის გუნდად ითვლება და რაიმე ხელშესახები წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე არ ჰქონია.

ტიმიშოარა - 1949 წელს დაარსებულმა გუნდმა დიდებას მხოლოდ ბოლო ხუთ წელიწადში მიაღწია. აქამდე კი ის მუდმივად რუმინული გრანდების, ბუქარესტის "დინამოსა" და "სტიაუას" ჩრდილქვეშ იყო. რუმინულ რაგბიში ახლა ყველაფერი შეიცვალა და ეს ორი დედაქალაქური "ვეშაპი" "ტიმიშოარამ" და "ბაია მარემ" ჩაანაცვლა.

"ბათუმის" მომავალი მეტოქე რუმინეთის 2017 წლის ჩემპიონია. ის ამ ტიტულს 2012 და 2013 წლებშიც ფლობდა.

ჰაიდელბერგი - ეს გერმანული გუნდი ჩვენს მეტოქეებს შორის ყველაზე ძველია. ის 1872 წელს დაარსდა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 15-ჯერ მოიპოვა.

"ჰაიდელბერგი 1872" დღესდღეობით გერმანული რაგბის ფლაგმანია. 2010 წლიდან დღემდე, მან მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს ვერ შეძლო ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
როდის გაიმარტება ტამასჰები წარმატებები ბატუმს და ქარტულ რაგბს
dato
12:44 07-08-2017
0
რამდენი ხანია ამას ველოდი. სამწუხაროა თბილისში რო არ იქნება თამაშები მაგრამ არაუშავს ჩამოვალ ბათუმში. საკლუბო რაგბის გარეშე ნაკრებს გაუჭირდება მარტოს. იმედია ღირსეულ შედეგს დადებენ და ფინალში გავლენ, რომ შემდეგ წელს ჩელენჯ თასზე ითამაშონ და აიმაღლონ კლასი. ჩვენ უკანა ხაზელებს ეს ძალიან სჭირდებათ. ისე 1-2 ლეგიონერიც შეიძლება ხაზში (კუნძულელი) ამ ეტაპზე და მერე ჩვენებიც რომ მოუმატებენ ჩავანაცვლოთ.
qardava
16:49 05-08-2017
0
რომელი უკანახაზელები? სანაკრეო კანდიდატებიდან მარტო ხმალაძეა ბათუმში
jora
10 აგვისტო 2017 03:13
0
"ბათუმი B ჯგუფში მოხვდა თუმცა მატჩებს მხოლოდ A ჯგუფის წარმომადგენლებთან გამართავს"... ეს როგორ გავიგოთ? თუ B ჯგუფშია A ჯგუფში რატომ უნდა ითამაშოს? ან სად იქნება თამაშები???
0
სხვანაირი სისტემაა აქ, ჯგუფის წარმომადგენლები არ ეთამაშებიან ერთმანეთს. ეთამაშებიან მეორე ჯგუფის 4 გუნდს და იმათთან ნათამაშები შედეგებით დაითვლიან თავის ქულებს.
gia
05 აგვისტო 2017 16:46
0
თამაშების თარიღები არაა ცნობილი? ან სად გაიმართება, ბათუმში თუ თბილისში?
0
სანაკრებო კანდიდატები ან ლეგიონერები თუ ჰყავთ ამ კლუბებს?
ბარემ დაგეწერათ
:)
giorgi
15:13 04-08-2017
0
სიახლეები პოპულარული