რაგბი

სხვადასხვა

Pundit Arena: გელა აფრასიძე - დაიმახსოვრეთ მისი სახელი!

AutoSharing Option
Pundit Arena-მა საქართველოში ახლახან დასრულებული 20-წლამდელ მორაგბეთა ჩემპიონატის ხუთი ვარსკვლავი გამოარჩია, რომლებიც გამოცემის აზრით, 2019 წლის მსოფლიოს თასს დაამშვენებენ იაპონიაში.

გელა აფრასიძის საოცარი ლელო ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]
გელა აფრასიძე: დავინახე, როგორ შეგვიძლია ელიტის გუნდებთან თამაში

სასიხარულოა, რომ ხუთეულში ერთი ქართველია - მესამე ნომრად დაასახელეს "უმცროს ბორჯღალოსანთა" 9 ნომერი გელა აფრასიძე.

"დაიმახსოვრეთ მისი სახელი! ეს ჩია აღნაგობის ქართველი გამორჩეული იყო ტურნირზე საოცარი ტემპითა და ფეხით ბრწყინვალე თამაშით.

მისი 55
-მეტრიანი ლელო ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიო კლასისაა. შერკინების ნახევარმცველი, ამავე დროს, კარგი დამრტყმელიცაა", - წერს გამოცემა.

აფრასიძის გარდა, ხუთეულში შეიყვანეს: 1. ლიუკ ჯეიკობსენი (ახალი ზელანდია), 2. გაბრიელ იბიტოიე (ინგლისი), 4. ასაფო აუმუა (ახალი ზელანდია), 5. მარკ-ქვინ აუგუსტუსი (სამხრეთი აფრიკა).