რაგბი

სხვადასხვა

გელა აფრასიძე: დავინახე, როგორ შეგვიძლია ელიტის გუნდებთან თამაში

AutoSharing Option
18 ივნისს საქართველოში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა, რომელიც ახალი ზელანდიის ნაკრებმა მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მე-10 ადგილი დაიკავა.

ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი აღმოჩენა გელა აფრასიძე იყო, რომელმაც სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "მონპელიესთან".

- გელა აფრასიძის საოცარი ლელო ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]

Sportall.ge-მ აფრასიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

- თავიდან ჭიდაობაზე დავდიოდი. 12 წლის ასაკიდან უკვე რაგბის თამაში დავიწყე. ჩემს ძმას ვარჯიშებსა და თამაშებზე დავყვებოდი. მაშინ მიმიზიდა მეც სპორტის ამ სახეობამ და ბოლომდე მივყევი.

- ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ პატარა ასაკში
გამოგიძახეს. რამდენად ელოდი?
- ასაკიდან გამომდინარე, მართლაც მოულოდნელი იყო ქვეყნის მთავარ ნაკრებში ჩემი გამოძახება. მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, გამიხარდა მოწვევა. შემდეგ უკვე თვითონ მორაგბეებმაც გუნდში თბილი დახვედრა მომიწყვეს.

- 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის აღმოჩენა და გულშემატკივრისთვის ახალი ჯონი ვილკინსონი... როგორც მორაგბეს, რა მოგცა ამ ჩემპიონატმა?
- პირველ რიგში, მინდა, გვერდში დგომისთვის გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ამ ხნის განმავლობაში მათგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე მეორედ ვითამაშე და ამ ყველაფერმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. მსოფლიოს ამ ჩემპიონატმა დამანახა, რა არის სწორი და როგორ შეგვიძლია ელიტის გუნდებთან თამაში.

- წინ საფრანგეთი გელის...
- კი, ფრანგულ "მონპელიესთან" უკვე გავაფორმე 3-წლიანი კონტრაქტი და ერთ თვეში გავემგზავრები, გუნდს შევუერთდები.