პატარა, შესახედად სათუთი, მაგრამ... - რუსულმა კლუბმა სოსო მათიაშვილი დაიმატა

AutoSharing Option
რუსეთის ვიცე-ჩემპიონმა "კრასნი იარმა" საქართველოს ნაკრების მორაგბე სოსო მათიაშვილი დაიმატა.

რუსებმა მათიაშვილი იჯარის წესით აიყვანეს. 24 წლის ფულბეკი თბილისის "აკადემიის" წევრია. მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2017 წელს შედგა. მან "ბორჯღალოსნებში" სულ 6 მატჩი ჩაატარა, სადაც 58 ქულა დააგროვა, აქედან 34 კანადასთან (54:22) მატჩში, რაც სარეკორდო მაჩვენებელია საქართველოს ნაკრების ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ მათიაშვილმა უკვე ჩაატარა სადებიუტო მატჩი "კრასნი იარის" შემადგენლობაში ფრანგული "რუანის" წინააღმდეგ, სადაც რუსები ანგარიშით 26:40 დამარცხდნენ. მათიაშვილმა ერთი ლელო მიითვალა და ბურთი სამჯერ გარდასახა.

რუსული კლუბის ვერბგვერდის ინფორმაციით, მათიაშვილმა
პირველ მატჩში თავი კარგად წარმოაჩინა.

"პატარა, შესახედად სათუთი, მაგრამ ლამაზად და სწრაფად დარბის, "ფინტაობს" და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს", - წერს საიტი.

Sportall.Ge

მათიაშვილის გარდა, "რუანის" წინააღმდეგ ითამაშა ლაშა მალაღურაძემ და ასევე, ძმებმა გრიგორი და ვალერი ცნობილაძეებმა.

შეგახსენებთ, რომ "კრასნი იარი" "ჩელენჯ კაპის" მე-5 ტურის მატჩს ლონდონში 13 იანვარს, "ლონდონ აირიშთან" გამართავს, ხოლო 20 იანვარს თბილისში, "შევარდენზე" "კრასნი იარი" ინგლისელებს უმასპინძლებს.

"ლონდონ აირიშის" ღირსებას "ბორჯღალოსნების" წევრი ლაშა ლომიძე იცავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ შეიძლება, რომ რაგბის კავშირს გაუორმაგონ წლიური ბიუჯეტი, რომ ბიჭებს ცოტა ღირსეული ხელფასები ქონდეთ და რუსეთში არ წავიდნენ?
zviads
16:02 08-01-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული