ბექა გიგაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის II დივიზიონის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "გრენობლის" ქართველი შერკინების ბურჯი ბექა გიგაშვილი კიდევ ერთხელ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. ოღონდ, ამჯერად, ის სათადარიგოთა შორისაა.

შეგახსენებთ, რომ "ალპელები" 11 ტურის შემდეგ გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობენ და პირველ დივიზიონში გადაბარგების უმთავრესი კანდიდატები არიან. განვლილ ტურში "გრენობლმა" სტუმრად დაამარცხა "კარკასონი" - 23:18. გიგაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.

სიმბოლური ნაკრები
15. კილან ჰამდიუ (ბიარიცი), 14. ჯოელი ლუტუმაილაგი (ვანი), 13. რობერტ ლილომაიავა (ორიაკი), 12. კლინ ედი (ნარბონი), 11. ვუგაკოტო ლილო (მონტობანი), 10. ენცო
სელპონი (პერპინიანი), 9. სებასტიან რუე (ნარბონი). 1. ტომ ბრისტოუ (ნარბონი), 2. ეტიენ ფურკადე (გრენობლი), 3. პაგაკალასიო ტაფილი (ვანი), 4. ენდრიუ კრემონდი (ვანი), 5. რომენ მანში (ნარბონი), 6. ჟან სოუსა (მონტობანი), 7. ალბან პლასინე (ბიარიცი), 8. დენ მალაფოსი (მონ დე მარსანი)

16. ელვის ლევი (ბიარიცი), 17. ნეფი ლეატიგაგა (ბიარიცი), 18. ბექა გიგაშვილი (გრენობლი), 19. პიერ ესკლაუზე (მონტობანი), 20. სებასტიან ლოე (ანგულემი), 21. მატიე ბიუ (მონ დე მარსანი), 22. რაიან სვანეპოლი (მონტობანი), 23. ჯონ ვაკალივა (ორიაკი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული