ბექა გიგაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
ქართველი შერკინების ბურჯის, ბექა გიგაშვილის "გრენობლი" საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის ლიდერია.

მიუხედავად იმისა, რომ "ალპელებმა" მე-8 ტურში სტუმრად წააგეს "ნევერთან", ქართველი პირველხაზელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

გიგაშვილი "გრენობლში" წლეულს ჩაირიცხა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში მალევე მყარად მოიკიდა ფეხი. ის, თითქმის ყველა მატჩში გამორჩეული იყო და ეს ტურნირის ორგანიზატორებმაც შენიშნეს.

სიმბოლური ნაკრები: 15. კილან ამდაუი (ბიარიცი), 14. საკიუსა ბურეიტაკიაკა (დაქსი), 13. ჰოსე გეარი (ნარბონი), 12. ილიკენა ბოლაკორო (ნევერი), 11. გვენ დაპლინი (ვანი), 10. ენცო სელპონი (პერპინიანი), 9. მაქსიმ ლუკუ
(ბიარიცი); 1. ბექა გიგაშვილი (გრენობლი), 2. კლემან ესტერიოლა (ნარბონი), 3. ნიკოლას ჩოკუ (ნარბონი), 4. ტომას ლეინაულტი (კარკასონი), 5. ალი მალდოვნი (გრენობლი), 6. ჟან-ბატისტს ბარერე (ბეზიე), 7. რომენი ბეზიანი (კოლომიე), 8. გენესის ლემალუ (პერპინიანი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული