რაგბი

ლეგიონერები

რაგბი. ლეგიონი: ქართველთა "მონპელიე" უძლეველია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილი ერთობ უცნაურად გამოიყურება. ქვეყნის ჩემპიონი "კლერმონი" ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო "ბრივი" კი, რომელიც წინა სეზონში პლეი-ოფში მოხვედრისთვის იბრძოდა, სამი თამაშიდან სამივე წაგებით ბოლო საფეხურზეა.

ცხადია, "ვულკანებისთვის" საგანგაშო ჯერ არაფერია. მთელი სეზონი წინაა, თუმცა, სტუმრად "ლა როშელთან" 20:51 მარცხი საკმაოდ დამაფიქრებელია. ასეთი დიდი სხვაობით ჩვენებურთა ამ გუნდმა ბოლოს როდის წააგო, ძნელი გასახსენებელია.

"კლერმონისა" და "ლა როშელის" დაპირისპირებაში ჩვენთვის საგულისხმო ის მოხდა, რომ "ვულკანების" შემადგენლობაში, ამ სეზონში პირველად ითამაშა ნაკრების მესამეხაზელმა ოთარ გიორგაძემ.

მძიმე მდგომარეობაშია კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივი". სტარტზე ზედიზედ სამი მარცხი ამ გუნდისთვის მართლაც საგანგაშოა. არადა, მართალია, ჯერ შეცვლაზე, მაგრამ უკვე რეგულარულად დაიწყო თამაში საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა ლობჟანიძემ. მეორე ტურში მან ლელოც მიითვალა.

ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯერ მარცხი არ განუცდია, მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიეა". ასეთი წარმატებული სტარტი მონპელიელებს არასდროს ჰქონიათ. ახალზელანდიელი ვერნ კოტერის გუნდში მისვლით თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აღმოჩნდა, რომ კოტერი კარგი სტრატეგია.

ვერაფრით ვიტყვით, რომ სტუმრად მოთამაშე "მონპელიე" მასპინძელ "კასტრს" რამით სჯობდა. პირიქით, კასტრელების შერკინება მეტოქეს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა, მაგრამ ეს იქამდე, სანამ მინდორზე საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი გამოვიდოდა. მერე ფიჯელი გარემარბი ნემანი ნადოლო მთელი მატჩის განმავლობაში "ერთხელ გაიქცა" და, ფაქტობრივად, გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა.

ლიდერთა შორის არიან "ქართული გუნდები": "მეტრო რასინგი", "ლა როშელი" და "ტულონი". ამ უკანასკნელმა ისევ მძიმედ, დიდი წვალებით მოიგო. ამჯერად, ჩვენებურების "ვარსკვლავურმა" გუნდმა შინ ფრანგული რაგბის ერთ-ერთი გრანდი "ტულუზი" დაამარცხა.

* * *
მეორე დივიზიონში ორხელისუფლებიანობაა. ერთ-ერთი ლიდერი ბექა შეყლაშვილის "კოლომიეა", რომელსაც ელიტაში აღზევების პრეტენზია აქამდე დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონია.

უცნაურია ბექა ბიწაძის "ნარბონის" წარუმატებელი სტარტი.

ერთი სიტყვით, ჩემპიონატის სტარტს ყველა სხვადასხვა მზადყოფნაში შეხვდა. ბევრს დაკარგულის ანაზღაურება სეზონის მიმდინარეობისას მოუწევს. სეზონი გრძელია და კიდევ ბევრი რამ შეიცვლება.

TOP14, III ტური
ლა როშელი-კლერმონი 51:20
ბორდო-სტად ფრანსე 30:10
ბრივი-რასინგი 6:25
ოიონაქსი-აჟენი 12:10
კასტრი-მონპელიე 17:22
პო-ლიონი 30:14
ტულონი-ტულუზი 20:16

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. მონპელიე 3 3 0 0 +65 14(2)
2. რასინგი 3 2 0 1 +19 10(2)
3. ლა როშელი 3 2 0 1 +29 9(1)
4. ტულონი 3 2 0 1 +26 9(1)
5. ბორდო 3 2 0 1 +13 8(0)
6. ლიონი 3 2 0 1 +8 8(0)
7. კასტრი 3 1 0 2 +5 7(3)
8. ტულუზი 3 1 1 1 0 7(3)
9. ოიონაქსი 3 1 1 1 29 6(0)
10. პო 3 1 0 2 15 5(1)
11. აჟენი 3 1 0 2 27 5(1)
12. სტად ფრანსე 3 1 0 2 18 4(0)
13. კლერმონი 3 1 0 2 33 4(0)
14. ბრივი 3 0 0 3 43 0(0)

PRO D2, IV ტური
მონტობანი-გრენობლი 25:23
ანგულემი-ბიარიცი 26:22
ბეზიე-ორიაკი 31:27
მარსანი-ვანი 38:11
ნარბონი-კოლომიე 23:23
ნევერი-მასი 32:3
ბაიონი-დაქსი 51:15
კარკასონი-პერპინიანი 19:29

ქართველი ლეგიონერები
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) შეცვლაზე (47 წთ)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო
ოთარ გიორგაძე (კლერმონი) შეცვლაზე (47 წთ)
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (45 წთ)
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ტრავმა
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) ძირითადში (67 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) შეცვლაზე (56 წთ)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) განაცხადში არ იყო
ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (რასინგი) შეცვლაზე (57 წთ)
ლაშა ტაბიძე (ბორდო) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) ძირითადში (51 წთ)
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ძირითადში (54 წთ)
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) განაცხადში არ იყო
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) შეცვლაზე (63 წთ)
თორნიკე მატარაძე (ლიონი) განაცხადში არ იყო
გურამ პაპიძე (ლიონი) განაცხადში არ იყო
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) განაცხადში არ იყო
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) განაცხადში არ იყო
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) შეცვლაზე (49 წთ)
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) შეცვლაზე (62 წთ)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. პერპინიანი 4 3 0 1 +84 15(3)
2. კოლომიე 4 3 1 0 +32 15(1)
3. მონტობანი 4 3 1 0 +8 14(0)
4. გრენობლი 4 3 0 1 +22 13(1)
5. მარსანი 4 2 0 2 +55 11(3)
6. ანგულემი 4 2 0 2 +9 9(1)
7. ბიარიცი 4 2 0 2 +1 9(1)
8. ნევერი 4 2 0 2 6 9(1)
9. ბეზიე 4 2 0 2 7 9(1)
10 დაქსი 4 2 0 2 29 9(1)
11. ბაიონი 4 2 0 2 43 9(1)
12. ორიაკი 4 1 1 2 +20 8(2)
13. მასი 4 1 0 3 +5 7(3)
14. ვანი 4 1 0 3 18 7(3)
15. კარკასონი 4 1 0 3 67 4(0)
16. ნარბონი 4 0 1 3 66 3(1)

ქართველი ლეგიონერები
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში
ბექა შეყლაშვილი (კოლომიე) შეცვლაზე (53 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ვანი) შეცვლაზე (41 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) განაცხადში არ იყო
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) შეცვლაზე (54 წთ)
ბექა გიგაშვილი (გრენობლი) შეცვლაზე (60 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) განაცხადში არ იყო
შალვა მამუკაშვილი (კარკასონი) ძირითადში (69 წთ)
მირიან ბურდული (კარკასონი) შეცვლაზე (54 წთ)
გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) განაცხადში არ იყო
ბექა ბიწაძე (ნარბონი) შეცვლაზე (65 წთ)
ილია კაიკაციშვილი (მასი) განაცხადში არ იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"