რაგბი. ლეგიონი: სამი ქართველი ბრიტანეთში

AutoSharing Option
სარაგბო სეზონი ევროპაში აგვისტოს ბოლო დეკადაში დაიწყება. საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეების თაობაზე ზოგადი ინფორმაცია უკვე მოგაწოდეთ. ლეგიონერები კი უკვე დიდი ხანია, დიდ ბრიტანეთშიც გვყავს.

- რაგბი. ლეგიონი: ფრანგულ ელიტაში 37 ლეგიონერი გვეყოლება

ინგლისის პრემიერშიპში "ლონდონ აირიში" წლეულს დაბრუნდა და შემადგენლობის გაძლიერებას მიჰყო ხელი. გუნდის ახალწვეულებს შორის საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ლაშა ლომიძეცაა. ის ინგლისში საფრანგეთიდან გადაბარგდა, სადაც ჯერ "მონპელიეში" ირჯებოდა, გასულ სეზონში კი ლანგედოკური "ბეზიეს" ღირსებას იცავდა.

"ლონდონ აირიშის" "ფეისბუკის" გვერდზე ლაშა ლომიძის წარმდგენი ვიდეორგოლი აიტვირთა, რომელიც ქომაგებს მოუწოდებს, დროულად შეიძინონ ჩემპიონატზე დასასწრები აბონემენტები. პირველი სერიოზული გამოცდა ლაშას და მის გუნდს 13 აგვისტოს ელით, როცა საკონტროლო მატჩში "ჰარლიქვინზს" დაუპირისპირდებიან.

ინგლისში, ოღონდ ერთი დივიზიონით ქვემოთ ითამაშებს გიორგი ნემსაძის "ბრისტოლი". საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ამ გუნდში შარშან ჩაირიცხა. ბრისტოლელები ინგლისის "პრემიერშიპში" ასპარეზობდნენ, თუმცა ხელი მოეცარათ. ნემსაძეს თამაში იშვიათად უწევდა. მერე გუნდში ახალი ხელმძღვანელობა მივიდა, რომელმაც მას "ბრისტოლში" დარჩენა შესთავაზა.

"კარდიფ ბლუზი" "კელტთა ლიგაში" ერთ-ერთი გამორჩეული "ფრანჩაიზია". უელსურ გუნდში საქართველოს შერკინების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი გასული სეზონის შუაწელში ჩაირიცხა და ამ კლუბში კიდევ ერთ სეზონს დაჰყოფს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჯაბა ბრეგვაძე აღარაა ვუსტერში?
აჩიკო
14:01 03-08-2017
0
წარმატებები ლაშას და ყველა ქართველ მორაგბეს, თქვენი იმდი გვაქვს ბიჭებო...
გია-11
13:10 03-08-2017
0
სიახლეები პოპულარული