რაგბი

ეროვნული ნაკრები

ტრავმირებულ გორგაძეს საქართველოს ნაკრებში გიორგაძე შეცვლის

AutoSharing Option
მსოფლიო თასზე, მესამე მატჩში, საქართველოს ნაკრები 30 სექტემბერს ბორდოში ფიჯის დაუპირისპირდება და ჩვენს გუნდს ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე, ბექა გორგაძე ვერ დაეხმარება.

გორგაძემ პორტუგლიასთან შეხვედრაში (18:18) კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და თამაშს ვერ შეძლებს. მას ოთარ გიორგაძე შეცვლის.

"ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩისთვის მზადებას ლა როშელში აგრძელებს.