რაგბი

ეროვნული ნაკრები

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ამარცხებს

AutoSharing Option
რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას ატარებს და პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიას 13:5-ს უგებს. 

მატჩის დასაწყისში ლელო აკაკი ტაბუცაძემ დადო, გარდასხვა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა. აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. 

პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო. 

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს.