რაგბი

ეროვნული ნაკრები

ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
ედინბურგში, მსოფლიო თასის დაწყებამდე ჩატარებულ ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 6:33 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ტრავმამორჩენილი აბჟანდაძე დაუბრუნდა, მამუკაშვილმა კი ეროვნულ გუნდში მეასე შეხვედრა ჩაატარა.

პირთამდე სავსე 67-ათასიან „მარიფილდზე“ თამაში ქართველი მორაგბეების შეტევებით დაიწყო და მე-12 წუთზე საჯარიმოთი მატკავამ წინ გაიყვანა. ჩვენი გუნდი მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, წნეხში ამყოფებდა, ორჯერ ლელოს გატანასთან ახლოს იყო, 21-ე წუთზე კი მატკავამ საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. აქედან მოყოლებული შოტლანდია მოგვეძალა, 35-ე წუთზე სტეინმა ლელო დაგვიდო, მაგრამ იქამდე ბურთი წინ დაუვარდა და პირველი ტაიმი 0:6 დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი სრულად შეიცვალა, მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, ჩვენი გუნდის შეცდომებმა იმატა და სკოთებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

იმედია, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი საჭირო დასკვნებს გამოიტანს და დაშვებული შეცდომები მსოფლიო თასზე  არ განმეორდება.

26 აგვისტო. ედინბურგი. „მარიფილდი“
შოტლანდია – საქართველო 33:6
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. გიორგი კვესელაძე.