რაგბი

ეროვნული ნაკრები

საქართველო 6 ერს დაემატება - ინგლისთან გასამართი მატჩის თარიღიც ცნობილია

AutoSharing Option
ინგლისური გამოცემა The Telegaph-ის მიხედვით, რომელიც ხშირად წინასწარ ახმოვანებს 6 ერის ბრიტანული ქვეყნების პოზიციებს, წერს, რომ 6 ერს არა სამხრეთ აფრიკის ნაკრები, არამედ საქართველო დაემატება. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ ყოფილა, გამოცემა ინგლისსა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის გასამართი მატჩის თარიღსაც ასახელებს - ეს შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართებაო...

წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ინგლისთან, უელსსა და ირლანდიასთან ერთად იქნება. 

მოგეხსენებათ, მორაგბეებთან გამართული შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა ისტორიული შანსის გამოსაყენებლად და 6
ერის ქვეყნებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. 

როგორც ჩანს ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ბორჯღალოსნები უდიდეს შესაძლებლობას მიიღებენ, რომელსაც, ცხადია გამოყენება სჭირდება. 

alt"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს 1-ელ ნოემბერს უმასპინძლებს

alt"ბორჯღალოსანთა" მწვრთნელად ლევან მაისაშვილი რჩება

ასევე დაგაინტერესებთ