რაგბი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ბედს ევროპელები გადაწყვეტენ - მსოფლიო რაგბიმ "8 ერს" მწვანე შუქი აუნთო

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბიმ ახალ კალენდარს მხარი დაუჭირა და შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომა-ზამთარში "8 ერის" გამართვა სავსებით რეალური გახდა.

ახლა ჯერი "6 ერის" მმართველ ორგანოზეა, დაიმატებს თუ არა 2 ნაკრებს ერთჯერადად და რომელი იქნებიან ეს გუნდები.

თავიდან ბევრი იწერებოდა ფიჯისა და იაპონიის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ბრიტანული და ფრანგული გამოცემები "8 ერში" თამაშის მთავარ კანდიდატებად საქართველოსა და ფიჯის თვლიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებიც კი დაასხელეს. თუმცა, ყველაზე რეალური კანდიდატები მაინც ფიჯი, იაპონია და ჩვენი ნაკრები არიან. ევროპელები ამ სამი
გუნდიდან აირჩევენ ორს...

ასევე დაგაინტერესებთ