რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებიან

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში სტუმრად რუსეთთან მარცხდება.

პირველი 15 წუთი რუსებმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს "ბორჯღალოსნებს" და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. მასპინძლებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში თავის სასარგებლოდ 3:0 გახადეს.

24-ე წუთზე კი ქართველები დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 7:3 გახდა.

ამის შემდეგ კი "ბორჯღალოსნების" თამაში გაუარესდა და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. 29-ე წუთზე რუსებმა კვლავ ზუსტად დაგვირტყეს ჯარიმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს 6:7.

ტაიმის ბოლო წუთებზე კი მასპინძლებმა კიდევ
ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ანგარიშში დაწინაურდნენ - 9:7.