საქართველო მორაგბეთა ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევის შემდეგ (23:10), საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენცია გამართა.

საქართველო მორაგბეთა ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევის შემდეგ (23:10), საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ პრესკონფერენცია გამართა.

- პირველ ტაიმში ყველა შემთხვევაში ჯარიმას ვურტყამდით, ეს ახალი ტაქტიკაა თუ რაიმე სიახლეა

- გიორგი ნემსაძე: ჩემი გადაწყვეტილება იყო რომ 7 ქულას გადავცდენოდით და მერე გვეთამაშა ლელოებზე.

- თუ მოგეწონათ თამაში და დარჩით ხარისხით კმაყოფილი?

მილტონ ჰეიგი: გუშინაც ვისაუბრეთ ამაზე და დღესაც გავიმეორებ, ესპანეთი კარგი გუნდია და კარგად ასპარეზობს. მიმაჩნია, რომ მოთმინება კარგად გამოვიყენეთ და გარკვეული მცდელობები სამწუხაროდ არ გამოგვივიდა.

- მორაგბეები ცოტა შეზღუდულები ჩანან. ხომ არ არის ფსიქოლოგიური წნეხი? რა იწვევს იმას, რომ გარემარბები მხოლოდ თავის ხაზზე დარბიან და არ გადადიან სხვა მხარეს დასახმარებლად? იმიტომ, რომ იყო გარკვეულ მომენტებში ამის საჭიროება.

- არა, ფსიქოლოგიური წნეხი არა რის. ჩვენც გვინდა ერთმა ფრთამ მეორეზე გადაირბინოს, ვმუშაობთ ამაზე და არანაირი ზეწოლა არ არის.

- დღეს დაგვაკლდა სწრაფი რაგბი და ერთ-ერთი ყველაზე ნელი თამაში ვითამაშეთ. ეს ესპანეთის კარგი დაცვის ბრალი იყო თუ რატომ მოხდა ასე?

გიორგი ნემსაძე: კარგად აღნიშნეთ, რომ კარგი დაცვა ჰყავდათ და გვიკეტავდნენ სივრცეებს. ესპანეთის ნაკრებს დღეს მოვიაზრებთ სუსტ გუნდად, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. მათ რუმინეთი და რუსეთი დაამარცხეს, ხოლო ჩვენც გვიზღუდავდნენ გარკვეულ სივრცეებს.

მილტონ ჰეიგი: ბოლომდე იმაში ვერ დაგეთანხმებით, რომ ნელი თამაში იყო. გვქონდა სწრაფი გარღვევებიც, მაგრამ ყველაფერი როგორც გვინდა ისე არ ხერხდება. ესპანეთი კარგი გუნდია და არ არის გამორიცხული, მსოფლიო თასზეც გავიდნენ.

გავრცელდა ინფორმაცია რომ 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დატოვებთ საქართველოს ნაკრებს, რამდენად რეალურია ეს?

- ახლა ჩემი ფიქრის ობიექტი არის მსოფლიო თასისთვის მომზადება და იმის იქეთ არ ვიყურები. როცა დასრულდება მსოფლიო თასი, დავსხდებით მე და რაგბის კავშირის პრეზიდენტი და კონტრაქტზე ვისაუბრებთ.

"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი 23:10 დაამარცხეს

zaza
რა მეორე გუნდი თუ სადმე ფრანგი ნახენ თავის ჯიშის რაგბის გაგებაში აქ ჩამოყარეს თურმე მოგება არუნდოდათ და ეგეთი ზღაპრების ვისჯერა ნეტა არც არავის რადგან წაგების მიზეზის ახსნა უჭირდა და პასუხისმგებლობას გაურბოდა ეგ ზღაპარიც მანდ დაიბადა.მიუხედავათ ყველაფრისა მაინც უნდა მიგვენგრია და ესე არუნდა გვეთამაშა აბნეულად ძალიან უყურადღებოთ თამაშობდენ ჩვენები ხშირ შემთხვევაში რაღაც ზედაპირული დამოკიდებულება რო გექნება მეტოქის მიმართ.არადა მოიკლენ ფრანგმა ესპანელებმა თავი რასაც ქვია და მოგებისთვის დიდი პრემიებიც ექნებოდათ შეპირებული.
zaza
აწყობთ ეგრე თქვან - "მეორე გუნდი, მეორე გუნდი" - აბა როგორ აკრიტიკონ მოგებული თამაში
ზურა
რა მეორე გუნდი, შემადგენლობა ნახეთ,მხოლოდ 9 ესპანელია.
რამაზ
ესპანელებმა წინა თამაში (ისევე როგორც ჩვენ) ორი კვირით ადრე ითამაშეს და მოთამაშეები არანაირად გადაღლილები არ იქნებოდნენ ამ მიზეზით რომ არ დაეყენებინა თამაშზე. მომდევნო თამაშში უჰადელბერგო გერმანიის ნაკრებთან სახლში აბსოლუტურად უპრობლემო მოგება გარანტირებული აქვს და მოთამაშეების დაზოგვა ამ კუთხით უაზროდ სჩანს. ჩვენთან მოგების შემთხვევაში ესპანეთის რაგბის ისტორიის უდიდესი მიღწევა - ევროპის ჩემპიონობა და პლიუს 2.000 სარეიტინგო ქულა - იდიოტი უნდა ყოფილიყო ესპანელების მწვრთნელი მოგებაზე რომ არ ეოცნება - მით უფრო დასაკარგი არც არაფერი ჰქონდა. მეორეა ის როგორ ფუთავს წაგებას. ჩვენ რა შეგვეშალა? იქნებ ინგლისთან ვარჯიში იყო რიტმიდან ამომგდები - მით უფრო რომ ინგლისმაც ძაან მოულოდნელად გაასხა შოტლანდიასთან. იქნებ არც შეგვშლია - ჩვენ როცა უელსთან 7 ქულით წავაგეთ უელსის მწვრთნელი იქაურებს უნდა ჩაექოლათ? ერთი რაც ჩემთვის გაუგებარი იყო - რატომღაც დასაწყისში 5 მეტრიან ზონაში მოგებული შერკინებებიდან გამოგვქონდა ბურთი და საჯარიმო ლელოზე არ ვთამაშობდით. ეს თამაში ტიერ-1 გუნდთან რომ ყოფილიყო იმ შერკინებებიდან მაქსიმალურის გამოდნობას ხომ შევეცდებოდით. ჩვენ ვცდილობთ და ვიზრდებით მაგრამ სხვებიც ცდილობენ და იზრდებიან. 7კაცაში იგივე ესპანელებმა (და რუსებმაც სხვათა შორის) ჩვენცა და ბარე არაერთ ტიერ1 ქვეყანას გადაუსწრეს მაგრამ ქვეყანა არ იქცევა. რაც მომწონს და მაიმედებს ჩვენი ბიჭების ბოლომდე დახარჯულობა და თავდადებაა, ზოგჯერ შეიძლება თამაში არ წაუვიდეთ მაგრამ წარუმატებლობას წარმატება მოსდევს. ღმერთმა ქნას ესპანეთთან 22-ით 10-ზე მოგებულ თამაშზე მეტი წარუმატებლობა აღარ გვქონოდეს. ბორჯღალოსნები ჩვენი გუნდია, რაგბი ჩვენი თამაშია!
ff
ამაზე უკმაყოფილო წაგებითაც არ ვიქნებოდი ალბათ, ვერაფერში ვერ ვივარგეთ, შერკინებაშიც კი! მარტო მიწოლა საქმე არ არი, ამდენი ხუთმეტრიანი შერკინებიდან ვერცერთხელ ვერ გავათამაშეთ ბურთი ნორმალურად, წავაგეთ შემტევი აუტები, ვერცერთხელ ვერ/არ დავაყენეთ მოლი, მეორე მესამე ხაზმა ვერც რაქი ასუფთავა სწრაფად და ვერც ღლეტვაში ივარგა და წაღებაშიც ვერ იყოჩაღეს მაინცდამაინც, ხაზიც საკმაოდ უფერული იყო: გუნდურად არცერთი უპირატესობა ხაზზე, ინდივიდუალურ გარღვევებზე არცერთი ახლოს მიმყოლი ... მოკლედ ესპანეთის მეორე გუნდმა შერკინების მიწოლის გარდა ყველაფერში გვაჯობა. ფაქტობრივად ძალიან სუსტი მომეჩვენა დღეს ჩვენი გუნდი , ფიზიკურ კონტაქტშიც ვერ ვიყავით ყოჩაღად. მოკლედ სულ ნეგატიური მომენტები მახსენდება, იმდენად ბევრი იყო. იმედია დროებითი ჩავარდნა იყო და გამოვასწორებთ. ერთადერთი პოზიტივი ამ თამაშიდან არის ესპანეთის გაძლიერება და მეტი შესაძლებლობა ძლიერ გუნდთან შეხვედრის)). სულ გვაქ სურვილი ძლიერ გუნდებთან შეხვედრის მეტად გვანახებსო შეცდომებს, რაც ამ თამაშში ხარვეზები გამოჩნდა კი გვეყოფა გასარჩევად კარგახანს
bs
აი შეპირებული კომენტი, რატომღაც პირველ ცდაზე არ გამომიქვეყნეს (( ამაზე უკმაყოფილო წაგებითაც არ ვიქნებოდი ალბათ, ვერაფერში ვერ ვივარგეთ შერკინებაშიც კი, ამდენი ხუთმეტრიანი შერკინებიდან ვერცერთხელ ვერ გავათამაშეთ ბურთი ნოემალურად ამხელა უპირატესობის ფონზე, წავაგეთ რამდენიმე შემტევი აუტი ვერცერთხელ ვერ/არ დავაყენეთ მოლი, მეორე მესამე ხაზმა ვერც რაქი ასუფთავა სწრაფას ვერც ღკეტვაში ივარგა და წაღებაშიც ვერ იყიჩაღეს მაინცდამაინც, ხაზიც საკმაოდ უფერული იყო გუნდურად ვერცერთი უპირატესიბა ხაზზე ინდივიდუალური გარღვევებზე არცერთი ახლოს მიმყოლი მოკლედ ესოანეთის მეორე გუნდმა შერკინების მიწოლის გარდა ყველაფერში გვაჯობა ფაქტობრივად ძალიან სუსტი მომეჩვენა დღეს ჩვენი გუნდი , ფიზიკურ კონტაქტწვშიც ვერ ვიყავით ყიჩაღად მოკლედ სულ ნეგატიური მომენტები მახსენდება იმდენად ბევრი იყო იმედია დროებითი ჩავარდნა იყო და გამოვასწორებთ ერთადერთი პოზიტივი ამ თამაშიდან არის ესპანეთის გაძლიერება და მეტი შესაძლებლობა ძლიერ გუნდთან შეხვედრის. სულ გვაქ სურვილი ძლუერ გუნდებთან შეხვედრის მეტად გვანახებსო შეცდომებს, რაც ამ თანაშში ხარვეზები გამოჩნდა კი გვეყოფა გასარჩევად კარგახანს
Gio
"...ქართველებს ვინც საფრანგეთში რაღაც დონეზე თამაშობს რაგბისტთა მცირე ჯგუფი"! რაღაც დონეზე კი არა უმაღლეს დონეზე თამაშობენ და არც ისე მცირე ჯგუფი. და ფრანგი რეგბისტი აუცილებლად მაგარს ნიშნავს??) ეგ ფრანგი ესპანელები საფრანგეთის ქვედა ლიგებში თამაშობენ უმეტესობა და ჩვენ რეგბისტებთან ახლოსაც ვერ მივლენ კლასით, და ესპანეთის ჩემპიონატი კიდევ სამოყვარულო დონეზეა და ჩვენი ჩემპიონატი ბევრად მაღალი დონისაა!!!
bs
თქვენი მსგავსი უსაფუძვლო ქება-აღტკინება მხოლოდ დათვურ სამსახურს გაუწევს ნაკრებს. იმედია ვინც საჭიროა ამას კარგად ხვდება. აგერ საკმაოდ არგუმენტირებული კომენტი ვნახე და წაიკითხეთ იქნება საღი აზრი გაითავისოთ:
bs
ესპანეთის მეორე ნაკრებთან, სადაც პირველი გუნდიდან მხოლოდ 2 კაცი იყო ასეთი თამაში?! ესპანეთის რეზერვს რომ ამდენი ხანი 5 მეტრიანიდან ვერ მოიგერიებ და ძალისმიერ ლელოს დაგიდებს, მაშინ იტალიასთან რა გვესაქმება? ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი თამაში, მიზეზებზე ვიმსჯელოთ რატო მოხდა ასე.
gulshematkivari
ვინც დაუსრულებლად აქებს ჩვენების უნიათო თამაშს,ძალაუნებურად რეგრესს უწყობს ხელს
დავითი
ვინც აკრიტიკებთ ჩენს ნაკრეს, ხომ იცით ჩვენი ქვეყნის საკლუბო დონე? ხომ იცით, რომ ნააკრები ემყარება ქართველებს ვინც საფრანგეთში რაღაც დონეზე თამაშობს რაგბისტთა ერთი მცირე ჯგუფი? ესპანეთი არ იყო ჩამოსული მეორე გუნდით. სანტიაგომ ჩამორეკა რაგბისთა ჩვენზე უფრო დიდი ჯგუფი საფრანგეთიდან და მაინც მოვუგეთ! არ ვაჯობეთ და არ უნდამოგვეგო? მოვუგეთ და გვარიანადაც საფრანგეთის რაგბისტებს, იმ ქვეყნს ნაკრებს, რომელსაც შეუდარებლად მეტი მეტი ეკონომიკური რესურსი აქვს, მეტი გაცილებით დიდი მხარდაჭერა აქვს ევროპაში, რომ მიუახლოვდეს 6 ერს. ჰოდა კარგი ნაკრები გვყავს, მოვუგეთ საფრანგეთში მოთამაშე რაგბისტებს, ქართველებმა ნატურალიზებულებს - რატომ არ არის კარგი შედეგი? თუ სალაპარაკოა, საკლუბი რაგბის განვითარებაზე ვილაპარაკოთ, თუ არა და აი მაშინ გადაგვისწრებს ეპანეთი და სხვებიც პატივისცემით
დავითი
ბატონო Gio, ხომ იცით ჩვენი ქვეყნის საკლუბო დონე? ხომ იცით, რომ ნააკრები ემყარება იმას რომ საფრანგეთში რაღაც დონეზე თამაშობს რაგბისტთა ერთი მცირე ჯგუფი? ესპანეთი არ იყო ჩამოსული მეორე გუნდით. სანტიაგომ ჩამორეკა რაგბისთა ჩვენზე უფრო დიდი ჯგუფი საფრანგეთიდან და მაინც მოვუგეთ! არ ვაჯობეთ და არ უნდამოგვეგო? მოვუგეთ და გვარიანადაც საფრანგეთის რაგბისტებს, იმ ქვეყნს ნაკრებს, რომელსაც შეუდარებლად მეტი მეტი ეკონომიკური რესსურსი აქვს, მეტი გაცილებით დიდი მხარდაჭერა ქავს ევროპაში, რომ მიუახლოვდეს 6 ერს. კიდევ რა არ არის მოსაწონი? აი იტალიას რაც შეეხება ეგ შემოდგომაზე შევაფასოთ, ჯერ მოსამზადებელი პერიოდია, მაშინ შევაფასოთ! მანამდე ჯობია საკლუბო რაგბს განვიტარებაზე ვიფიქროთ, თორემ აი მაშნ გადაგვასწრებს ესპანეთი პატივისცემით
ბატონ ლაშას
ბატონო ლაშა,ნაკრების 2000-იანებს კი კარგად გასცდა, მაგრამ რამდენად გასცდა ქვეყნის საკლუბო დონე? რომ გვაქვს პრეტენზია რას ემყარება რეალურად? იმას, რომ საფრანგეთში რაღაც დონეზე თამაშობს რაგბისტთა ერთი ჯგუფი? აი ჩამორეკა რაგბისთა უფრო დიდი ჯგუფი საფრანგეთიდან სანტიაბიმ და მაინც მოვუგეთ? იქნებ არ ვაჯობეთ და უნდა წაგვეგო? ვაჯობეთ კი არა კარგად მოვუგეთ! რატომ უფრო დიდი ანგარიშით არ მოვუგეთ ამაზეა პრეტენზია? და ქვეყნების დონე ეკონომიკაში, სპორტში შეადარეთ? ჰოდა მოვუგეთ ბატონო, ვართ მაგრები და მადლობელი უნდა ვიყოთ მწვრთელით და ბიჭებით>
ლილე
თამაში საკმაოდ ტემპში მიდიოდა და არც სისწრაფე აკლდათ ჩვენს ბიჭებს , ცოტა იღბალიც რომ ყოფილიყო , ბევრად მეტ ლელოს დავდებდით და მოდი სიმართლე რომ ვთქვათ ესპანეთი გადაგვირჩა სერიოზული ანგარიშით მარცხს. მათ მხოლიდ ერთადერთი რეალური შანსი ქონდათ და დადეს კიეც ლელო. არაა საჭირო ბოღმიანი კომენტარები და მადლობა ვუთხრათ ბიჭებს გამარჯვების სიხარულის მონიჭებისთვის. რაც შეეხება აუტების წაგებას - სამი იყო თუ არ ვცდები , ეს გამოუცდელობის ბრალუც იყო ალბათ , ესპანეთი თავს რომ იმართლებს ვითომ... ძლიერი შემადგენლობით არ იყვნენ ჩამოსულები , ჩვენც საკმაოდ გვყავდა ახალბედა მოთამაშეები გამოსაცდელად და ასე რომ ნუ იქნებით ძაან კრიტიკულები - მთავარია მოვიგეთ , იმიტომ რომ ქართველი მორაგბეების ტექნიკა ბევრად მაღალ დონეზე დგას !... მე ვულოცავ ჩვენს ბიჭებს და მთელ საქართველოს , ერთი ესენი და ძიუდოისტები გვანებივრებენ კიდევ სისტემატიური მოგებებით და მე (და არამხოლოდ მე) ვამაყობ მათით!
ანდროიდი
ზაზა, ისეთი მეტობა შეგვიქმნეს ფლანგებზე, უკეთესად გამოიყურებოდნენ და კლასი დააკლდათ მაგ დროს. მაგას გულისხმობდა ალბათ, რაქშიც არ დაგვაკლეს. ჩვენები აგვიანებდნენ გადაცემებს იგივე სიტუაციებში, შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ცდილობდნენ გადაცემამდე მეტი მოწინააღმდეგე მოეზიდათ საკუთარ თავზე და არ ჭამეს ეგ ესპანელებმა.
Lasha
რა შუაშია ავყიობა? ერთ თამაშში ამდენ აუტსაიდერი რომ გააფუჭეს, არაა აღსანიშნავი? ან მოწინააღმდეგე რამდენჯერაც ჩვენს 5მეტრიანთან მოვა, სულ ლელოთი რომ მთავრდება?! ჩვენ კიდე 5 სალელოვე შეტევიდან 3ს რომ უფანტაზიობით გაფუჭებთ? იტალიას და იაპონიას თუ ვედრებით, ასეთი თამაშით გადაგვირბენენ. უპირობო ქება-დიდების პირობებში თუ არ განვითარდა და არ დაიხვეწა თამაში, დარჩებიან რუსეთის და რუმინეთის დონეზე. გამოხტებით ხოლმე ხმალამოღებულები, გეგპნება თქვენს მეტი გული არავის შესტკიოდეს... აღარაა ეს 2000იანების ნაკრები და სხვა მოთხოვნებია უკვე.
ვასილიჩი
იცოცხლე კარგია სულ ქება- დიდება, მაგრამ კრიტიკაც უნდა გაურიოს კაცმა ხანდახან- მაგ: რა იყო აუტები? სად იყო სისწრაფე? გასაგებია, რომ ყოველთვის ყველას 100-0 ვერ მოუგებ, მაგრამ სასურველია რაღაც კომპონენტებზე მეტი ვარჯიში, ოდნავ მომატებული ტემპის მომენტებში ესპანეთისგან აღარაფერი რჩებოდა ხოლმე.... მაპატიეთ ბიჭებო და თამასა თქვენ აწიეთ, ჰოდა ხანდახან მოგიწევთ არა მთლად საქებარის მოსმენაც. ისე კი იცოდეთ გვიყვარხართ და ეს სიყვარული დიდ წილად თქვენი ნამუსიანობის ხარჯზეა(შედეგებთან ერთად).
Gio
ესპანეთი მეორე გუნდით იყო ჩამოსული და ძალიან გაგვიჭირდა მოგება და რა მოგეწონა იქნებ განგემარტა. ესპანეთი კარგი გუნდია რუსეთის რუმინეთისთვის და შენ ექვსი ერის "კარზე რომ აბრახუნებ" ესპანეთის მეორე გუნდს სახლში ყველანაირად უნდა ჩაგრავდე, ექვსი ერის ყველა გუნდი მათ შორის იტალიაც ამ გუნდს მინიმუმ 7ლელოს დაუდებს შინ და გარეთ და შენ კიდევ წვალობ... სამწუხაროა. მილტონ ჰეიგის მუშაობას არანაირად არ ვაკნინებ მაგრამ სუთიაშვილი და მისი ასაკის ბიჭები რაში სჭირდება?! ეგ თაობა მსოფლიოსთვის აღარ გამოგვადგება და ახალგაზრდებს მისცეს შანსი არ სჯობია?!
ანდროიდი
გარემარბები კარგი გვყავს, სათამაშო ელემენტები გვაქვს დასახვეწი.
დათო
კარია ბიჭებო, კარგია მილტონ! არ გინდათ ცუდის თქმა ფუჭად კრიტიკოსებო! გულს ნუ გაიტეხ მელიტონ, სოფელი დიდია! არ ყური დაუგდო ავყიებს!ეგეთები ყველგან არიან,ზელანდიაშიც იქნებიან!
ზაზა
მეც მანდა ვარ! მაგრამ აი Zuka, სვანი და კიდევ ერთი-ორი იძახიან მადლობა "ტრენერს" წავიდსეო, მაგრამ მე არ ვეთანხმები, დაუფასებლობა მგონია და ვთვლია, რომ მას ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია.საქმეც იცის, კაცია და ჯიგარია. აბა ეს სანტიაგოა მწვრთელი? ეგ ყურუმსაღი! მოგესბის შესაძლებლობა გვქონდაო...მაინც როდის ჰქონდა მაგ ბრექიას, მთელი საფრანგეთი ჩემოიყვანა და მაინც ნაკლულმა გუნდმა დაუდო ლელო.
გაიხარეთ ბიჭებო.
გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას. ესპანეთი ჩვენს გუნდს წააგავს. მაგარი დაცვა ჰქონდათ. ჩვენი კლასი ცოტათი მაღალი აღმოჩნდა და უფრო "დერზკად" ვითამაშეთ, ამიტომ მოვიგეთ. მე მომეწინა თამაში. რა თქმა უნდა გარემარბები რომ გვყავდეს კარგი იქნებოდა, მაგრამ მგონი არც გვყავდა არასდროს. სამაგიეროდ ფიზიკურად ვართ ტანკებივით.:) )))
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მაინც დაიყოლიეს - ქეცბაია "ანორთოსისის" მწვრთნელი მესამეჯერ გახდება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
ბულგარელები თბილისში უფრო აგრესიულ თამაშს აანონსებენ - მათ პირველი ქულების მოპოვების იმედი აქვთ
მნიშვნელოვანი დანაკლისი - ბულგარეთის ნაკრებს საქართველოსთან გუნდის კაპიტანი ვერ დაეხმარება
"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში
ლუის ენრიკე სასწრაფოდ საოპერაციოა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
საქართველო - ბულგარეთი | 6 სექტემბრის განრიგი
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
დამატებითი ბილეთები საქართველო - ბულგარეთის მატჩზე
"დავითაშვილი სუპერკლუბში თამაშს იმსახურებს" - თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
"ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე?" - მესიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
დაბრუნება დიდხნიანი პაუზის შემდეგ - ცარუკიანის მეტოქე ცნობილია
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
რაგბი ევროპა | ნამატით ესპანეთისთვის
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
რაგბი ევროპა | ხუთი დანაკლისით ესპანეთში
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
რაგბი ევროპა | ესპანეთს ახალი კაპიტნით შევუტევთ