"ბორჯღალოსნები" გერმანიის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში სტუმრად გერმანიას პირველი ტაიმის შემდეგ 19:0-ს ამარცხებს.

"ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს სამი ლელო დაუდეს. პირველი ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე გახდა, შემდეგ სანდრო თოდუამაც დადო ლელო, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო მესამე ლევან ჩილაჩავამ მიითვალა.

ბექა წიკლაურმა სამიდან ორჯერ გარდასახა და გუნდს 4 ქულა მოუპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული