ინგლისის ნაკრების თავკაცი: ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ

AutoSharing Option
ინგლისური გამოცემა Telegraph-ი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად  გთავაზობთ.

როგორც იცით, "ბორჯღალოსნები" ინგლისში იმყოფებიან და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად წვრთნას გადიან.

"ედი ჯონსის იმედები, რომ საქართველოს უძლიერესი და საიმედო შერკინების ხაზი ჰყავს, გამართლდა. ვარჯიშის ღია ნაწილის დროს გამოჩნდა, რომ ქართველებმა ინგლისის შერკინების ხაზი მინიმუმ ორჯერ გატეხეს, თუმცა მსაჯი ინგლისელებს უფრო მეტ ჯარიმას უნიშნავდა.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა ვარჯიშის შემდეგ განაცხადა:

"საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზი ნამდვილად ისაა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ბიჭებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს. თავიდან ქართველებს
უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა შემდეგ ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ნამდვილად საუკეთესო ვარჯიში იყო, რომელიც ყველას ძალიან მოგვეწონა".

გუნდებმა სხვა ასპექტებშიც გამოსცადეს ძალა, თუმცა ყველაზე მეტი ინგლისელებმა შერკინებაში ისწავლეს. ამის შესახებ ედი ჯონსმა თქვა:

"ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ. შერკინებაში მიწოლის დროს მათი ზოგიერთი ხერხი ძველმოდურია და ზოგიც ახალი. შესაბამისად, ბიჭებმა ბევრი ისწავლეს.

ჩვენ ქართველებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. მაგალითად, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა, ისე, რომ ფეხი არ გაამოძრაონ. ისინი ამ კუთხით ძალიან ძლიერნი არიან. ქართველებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა შერკინებაში, ისე, რომ წონასწორობა არ დაკარგონ", - აღნიშნა ჯონსმა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
არაფერი ძმებო ძალიან კარგი ამბავია, ერთის მხრივ ჩვენი ნაკრების აღიარებაა, რომ ამ კომპონენტში ჩვენგან ბრიტანელებს და მსოფლიოს აქვთ სასწავლი და მეორეს მხრივ,
მხრების მოძრაობა კი კარგია, მაგრამ მთავარი ქართული მყესი და ძარღვია, უფლის მომადლებული, რომლის გამოც ყველაზე მაგარი შერკინება გვყავს მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი ძალოსანი გვყავს მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სუმოისტი გვყავს მსოფლიოში,ყველაზე ძლიერი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი გვყავს მსოფლიოში ყველაზე მძიმე წონაში, გავაგრძელო????? :)))
სისწრაფე და ტექნიკა თუ დაიხვეწა დამიჯერეთ ქართულ გენს სასწაულების მოხდენა შეუძლია.
0
ინგლისის ნაკრებთან ერთი საწვრთნელი შეკრება რუმინეთის ნაკრებთან 10 შეხვედრაზე მეტს ნიშნავს. მათთან ერთობლივი ვარჯიშის ჩატარება პატივისცემის ჟესტია და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
ლეკი
15:04 14-02-2018
3

სიახლეები პოპულარული