ნიკა ჩალათაშვილი: ბელგიასთან თამაშში მთავარი რაც გამოჩნდა...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 47:0 დაამარცხდა. არსებობის 29-წლიან ისტორიაში ბორჯღალოსნებმა ქუთაისში მესამედ ითამაშეს და მესამე გამარჯვება იზეიმეს. ბოლო მატჩი კი ქუთაისში 2005 წელს იყო ჩატარებული. შეხვედრის შეფასება "რაგბი TV"-ის კომენტატორ ნიკა ჩალათაშვილს ვთხოვეთ, რომელიც აღნიშნულ მატჩს უძღვებოდა.

"ქუთაისმა საქართველოს ნაკრებს უაღრესად დადებითი მუხტი დაახვედრა. ეს იყო პატარა, მაგრამ ცოცხალი სტადიონი, რომელიც პირველიდან ბოლო წუთამდე ჩართული იყო თამაშში. ამან მორაგბეებზეც იმოქმედა და ვფიქრობ, ამიტომაც გამოვიდა მატჩი ასეთი დინამიური. გუნდს ეტყობოდა, რომ მოედანზე ყოფნა სიამოვნებდა და ანგარიშის მიუხედავად, ბოლომდე იხარჯებოდა ყველა სათამაშო
ეპიზოდში.

ნაკრებს დაეტყო ახალგაზრდების ენერგია და მონდომება. ქართულმა რაგბმა უკვე იმ ეტაპს მიაღწია, როდესაც ახალბედებს შეუძლიათ პირველივე შეხვედრებში იყვენენ სასარგებლო გუნდისთვის და არ დაიკარგონ გამოცდილი მორაგბეების ჩრდილში.

სამწუხაროდ, მეტოქე ძალიან სუსტი იყო საიმისოდ, რომ ჩვენი ნაკრების სიძლიერეზე ვიმსჯელოთ, ბელგიამ ვერც ერთ სათამაშო კომპონენტში ვერ გაგვიწია წინააღმდეგობა და სანერვიულო საერთოდ არ დაგვიტოვა. თუმცა ჩემთვის მთავარი მაინც გამოჩნდა: ჩვენი გუნდი მოედანზე გავიდა სათამაშოდ და მოსაგებად და არა მხოლოდ მოსაგებად. ეს განწყობა უფრო ძლიერ მეტოქეებზეც თუ გავრცელდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები", - განაცხადა ჩალათაშვილმა Sportall.ge-ისთან საუბრისას.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვერ დავეთანხმები იმ კომენტარს, რომ ''სამწუხაროდ, მეტოქე ძალიან სუსტი იყო საიმისოდ, რომ ჩვენი ნაკრების სიძლიერეზე ვიმსჯელოთ, ბელგიამ ვერც ერთ სათამაშო კომპონენტში ვერ გაგვიწია წინააღმდეგობა და სანერვიულო საერთოდ არ დაგვიტოვა". მეტოქე არც ისე სუსტი იყო როგორც ანგარიშზე აისახა, ეს უფრო იმის დამსახურება იყო,რომ ""ქუთაისმა საქართველოს ნაკრებს უაღრესად დადებითი მუხტი დაახვედრა. ეს იყო პატარა, მაგრამ ცოცხალი სტადიონი, რომელიც პირველიდან ბოლო წუთამდე ჩართული იყო თამაშში. ამან მორაგბეებზეც იმოქმედა და ვფიქრობ, ამიტომაც გამოვიდა მატჩი ასეთი დინამიური. გუნდს ეტყობოდა, რომ მოედანზე ყოფნა სიამოვნებდა და ანგარიშის მიუხედავად, ბოლომდე იხარჯებოდა ყველა სათამაშო ეპიზოდში". ასე რომ ყველას თავისი უნდა მივაგოთ, გავიხსენოთ ბოლო წუთი და წამები იმ დროისთვისაც კი როგორი გააფთრებული იბრძოდნენ ბელგიელები და ბოლო წამებამდე გაძლეს ფიზიკურად და არ გატყდნენ არაფრით ურიგდებოდნენ ასეთი ანგარიშით წაგებას. ასეთ შემთხვევაში ამბობენ იმან გაიმარჯვა ვინც უფრო ძლიერიაო. ამიტომ მადლობა ბიჭებს და მათ სამწვრთნელო შტაბს, რომ ასეთი სერიოზულად მოემზადნენ ამ შეხვედრისთვის, ეს ხომ მარტო ბელგისთან შეხვედრა კი არამ არამედ რაგბის დიდი ტრადიციების ქუთაისთან შეხვედრაც იყო.
gizog
13:20 11-02-2018
4
ბელგიასთან და მისნაირებთან ყველა მაგარია,ვნახოთ იტალიასთან რას იზამენ.
სტატუს ქუო
15:16 11-02-2018
21

სიახლეები პოპულარული