"ბორჯღალოსნები" პირველი ტაიმის შემდეგ ბელგიას ანადგურებენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ქუთაისში "აია არენაზე" რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ბელგიის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 28:0 ამარცხებს. ქართველებმა ჯამში მეტოქეს 4 ლელო დაუდეს.

მე-9 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, შეხვედრაში პირველი ლელო ლევან ჩილაჩავამ დადო, ბექა წიკლაურმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.

მე-15 წუთზე შალვა მამუკაშვილმაც შეძლო ლელოს დადება, წიკლაური კი გარდასახვის დროს კვლავ ზუსტი იყო და ანგარიში 14:0 გახდა.

25-ე წუთზე ლელოთი თავი ზურაბ ჟვანიამ გამოიჩინა, წიკლაური გარდასახვა და ბელგიას ანგარიში 21:0 გაუხადეთ. მატჩის მიწურულ კი თავად წიკლაურმა შეძლო ლელოს დადება და გარდასახა
კიდეც. საბოლოოდ საქართველომ პირველი ტაიმი 28:0 მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული