რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნებს" ბელგიასთან მატჩში გიორგი ნემსაძე უკაპიტნებს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ბელგიასთან რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩში გიორგი ნემსაძე უკაპიტნებს.

ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირის "ფეისბუქგვერდი" ავრცელებს.

"ნაკრებს პირველად ვუკაპიტნებ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით, ისეთი მოთამაშეების შემდეგ, როგორებიც მამუკა გორგოძე და მერაბ შარიქაძე არიან. ბიჭებს ვთხოვე, რომ ყველანაირად დამეხმარონ და ყველანი ერთად ვიყოთ კაპიტნები", - თქვა ნემსაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" ბელგიას 10 თებერვალს ქუთაისში, "აია არენაზე" უმასპინძლებენ. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. სტადიონის სალაროებში ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, ხოლო ინტერნეტით ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია.