მილტონ ჰეიგი: ჩვენი მიზანია, მოედანზე გავიდეთ და მოვიგოთ

AutoSharing Option
ამერიკასთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე მილტონ ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

მატჩი ხვალ, 25 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე გაიმართება.

- შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. რით არის ეს განპირობებული?
- დატვირთული ორი კვირა გვქონდა, ამ თამაშებს ახლდა მგზავრობა. ახალი ბიჭებით მეტ ენერგიას შემოვიტანთ. გუნდი ცოტათი განახლდება და ამ მორაგბეებსაც მიეცემათ თამაშის საშუალება. ეს ცვლილებები ბუნებრივია, ამით არის განპირობებული.

- ერთით მეტი მორკინალი გვყავს განაცხადში, რატომ?
-
მორკინალებს საკმაოდ დიდი შრომის გაწევა მოუწიათ ამ თამაშებში, იმის გათვალისწინებით,
რომ ამერიკა ფიზიკურად ძლიერი გუნდია. აქედან გამომდინარე, ეს იყო გამოწვეული ისევ და ისევ გაძლიერების მიზნით.

განსაკუთრებული მიღწევაა, ბოლო თვის განმავლობაში სამი ცენტურიონი გვეყოლება. გიორგი ჩხაიძეც შეუერთდება ამ ჯგუფს. ბევრი ასეთი მორაგბე არ არის მსოფლიო რაგბიში.

- მოწინააღმდეგე რომ შეაფასოთ, როგორი გუნდია?

- საკმაოდ ძლიერი გუნდია, ფიზიკურად არიან ძლიერები. იმით არიან ცნობილნი, რომ ბურთის განზე გატანა უყვართ. მეორე-მესამე ხაზში ჰყავთ კარგი მორაგბეები. საკმაოდ კარგი და სწრაფი უკანახაზელები ჰყავთ. განსაკუთრებით გამოსაყოფია ფრთის მოთამაშეები.

- უელსთან თამაში რომ ყოფილიყო "დინამოზე", შევძლებდით თუ არა იმ ლელოს დადებას?

- ყოველთვის უკეთესია სახლში თამაში, ყოველთვის უფრო მეტ ენერგიას ვიღებთ, როცა საქართველოში ვთამაშობთ.

- გვყავს თუ არა ოპტიმალური შემადგენლობა ხვალისთვის, რომ თამაში მოვიგოთ?
- მნიშვნელობა არა აქვს, ვის ვეთამაშებით, მოცემული სიტუაციიდან ყოველთვის საუკეთესო გუნდს ვარჩევთ. ჩვენი მიზანია, მოედანზე გავიდეთ და მოვიგოთ.

მერაბ შარიქაძე: "ყველაზე დიდი ზეწოლა მოდის ხვალინდელ თამაშზე. ყველას აინტერესებს, უელსთან თამაში გამოგვივიდა თუ ეს არ იყო შემთხვევით და ასეთი გუნდი ვართ. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები".

მკითხველის კომენტარები / 10 /
დარწმუნებული ვარ რომ ეს თამაში მოგება არ იქნება ქულებით, ეს იქნება ქართველი ვაჟკაცების გალაშქრება ამერიკულ რაგბზე, პატივს ვცემ მოწინააღმდეგეს ძალიან დიდს მაგრამ რა ვქნა რეალობა უნდა დავწერო დღეს გადავუვლით და დავანახებთ მსოფლიოს რომ ჩვენი ადგილი საუკეთესოებშია, წარმატებები ბიჭებს, ბათუმი თქვენთანააა. ღმერთი თქვენსკენ
roma
11:28 25-11-2017
0
მაგარი ფსიქოლოგია ეს კაცი, ამბობს ჩვენი მიზანია გავიდეთ და მოვიგოთო და არა როგორც ფეხბურთელები გავიდეთ და ვიომოთ :D ( სადაა მაგათი საომარი თორე კი :D :D :D) .../ ხვალ მოვიგებთ თუ წავაგებთ მაინც მაგარ გუნდათ დავრჩებით,,, მაგრამ მგონია რო მაინც დავამარცხებთ აშშ-ს...
Vasili
02:48 25-11-2017
0

სიახლეები პოპულარული