BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?

AutoSharing Option
ბრიტანულმა მედია-მაგნატმა BBC-მ უელსი-საქართველოს დაპირისპირებას (13:6) ვრცელი სტატია მიუძღვნა და რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება.

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კარდიფში ჩატარებული შეხვედრა 13:6 დასრულდებოდა. საქართველოს ამ მატჩში "ოქროს შანსი" მიეცა და საკმაოდ კარგად სცადა კიდეც გამოყენება.

თუ რაგბში მთავარია შეტევა, შეჭიდება და მინდორზე აქტიურად მოძრაობა, მაშინ საქართველო ყველაზე რეალური კანდიდატია, რომ ექვსი ერის წინაშე აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ერის მთვარი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფეჰანი არ უჭერს მხარს უახლოეს მომავალში, ექვსი ერის გაფართოებას. მილტონ ჰეიგი მოითხოვს, რომ როგორც მინიმუმ შანსი
მიეცეს, საქართველოს ნაკრებს ესეთ გუნდებთან შეხვედრის, რათა გააუმჯობესოს თამაში.

უელსის ნაკრებმა 14 ცვლილებას მიმართა ამ შეხვედრაში და ამ ორი გუნდის უფრო რეალურ დაპირისპირებას 2019, წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ.

ეს მატჩი პასუხობს იმას, რომ საქართველო იმსახურებს უფრო ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებას, ვიდრე მასზე დაბალი დონის ნაკრებებთან ჭიდილია.

სტადიონზე 55 000 ადამიანი მივიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართველთა თამაშმა რაგბის გულშემატკივრები დააინტერესა. "
მკითხველის კომენტარები / 87 /
ნიუ იორკი, სახლში ახლა შემოვედი... ფრენა ამ დილით, ბრიტანეთის დროით დილის 6 საათზე იყო...სანამ ლონდონში ჩავედით, სანამ 5 საათი მოცდამ მოგვიწია აეროპორტში და მერე ფრენა იყო... 7 საათი და 30 წუთი... თავში ძალიან ბევრი აზრი მიტრიალებდა, რა მოვუყვე ჩემ ქართველ ერს, რითი გავახარო ბიჭები ვისაც ასე ძალიან შეტკიოდა გული გუშინდელ უსამართლობაზე. ცოტათი გადახვევა - თამაშს ვუყურე განმეორებით უკვე ტელე იმედზე. გამაოგნა რაგბის ასეთმა უცოდინარობამ. საერთოდ ვერ გაიგეს რა მოხდა და რატომ შეიცვალა შერკინება დერეფანზე. საერთოდ ასეთი წესია რაგბიში (კომენტატორების გასაგონად) როდესაც მსაჯი ლაპარაკობს, ნებისმიერი ბრიტანელი, ფრანგი თუ იტალიელი კომენტატორი დუმს და უსმენს რეფერის გადაწყვეტილებას, მითუმეტეს სტადიონის დიქტორმა ცალკე გამოაცხადა რა მიზეზით იქნა შეცვლილი ეს გადაწყვეტილება. მითუმეტეს დალოცვილის შვილო აქ ზიხარ სტადიონზე და აქედან მიგყავს გადაცემა საქართველოში. სტადიონის დიქტორი კი აცხადებს: იმის გამო, რომ უელსელებს მორკინალები არა ყავთ ( რააა???) ჩვენ არ შეგვიძლია შევერკინოთ ქართველებს 7-ი 8-ზე. გამომდინარე აქედან, გთხოვთ მოაწოდოთ ბურთი დერეფნიდან.... გადავახვიოთ უფრო წინ. აეროპორტში გაზეთი ვიყიდე "ტაიმსი" განყოფილება სპორტი. მთელი 16 გვერდი რაგბზეა. მეორე გვერდზე ასე წერია - "უელსელების ტაქტიკა იმარჯვებს", დიდი სტატიაა და შუაში დიდი ფოტოა გამოსახული სათაურით "წნეხის ქვეშ: ოუენ ვოტკინი დაგდებულია გიორგი ნემსაძისა და მერაბ შარიქაძეს მიერ." ერთი შეგახედათ ამ სურათისთვის. გაურკვევლობაში და ტკივილის ქვეშ მყოპი ვოტკინი და მშვიდი, მტაცებელი ვეფხვის თვალებით შეპყრობილი შარიქაძე. (გენაცვალე შენ ჯიგარში). კარგი ბატონო აბა დავიწყოთ, რას წერს სემ პეტერსი, პრინციპალიტის (ქართულად თავადურს ნიშნავს) სტადიონიდან - რამოდენიმე თვის წინ როდესაც ფრანგებს ვეთამაშებოდით და თამაშს ვიგებდით, ბოლო წუთებზე, ხრიკულმა, არასამართლიანმა შეცვლებმა ფრანგების მიერ იქამდე მიგვიყვანა, რომ თამაში წავაგეთ. შერკინებაში, რომ ვათრიეთ, რაბაჰ სლიმანიმ უსამართლოდ შეცვალა ვითომ და თავგატეხილი უინი ანტონიო. შერკინება მოაღონიერა და მოგვიგეს ბოლო წამებზე. ამან ძალიან გაგვაღიზიანა. ეს იყო სრული უსამართლობა. დღეს, რაც ჩვენ ჩავიდინეთ ესეც დიდი უსამართლობა იყო. თავები, რომ კიტრებათ მოგვქონდა და გვეგონა ქართველებს ფორას მივცემდით და ისე მოვუგებდით, კინაღამ წავაგეთ. ის ხრიკები რაც ჩვენ ჩავიდინეთ უპატიებელია. გვეგონა გამოვძვრებოდით და ვერავინ შეამჩნევდა? მატჩი დამთავრდა მწვავე და კრიტიკული შეფასებების ფონზე. ეს კიდევ რა, ახლა მსოფლიო რაგბი თუ გადაგვეკიდა მერე ნახეთ თქვენ. აუცილებლად იქნება ამ საქმის გამოძიება მათ მიერ. და ღირდა ეს ყველაფერი ამის ფასად? გადმოვახვიოთ უკან, რა მოხდა პატივცემულო მკითხველო იცით? რა და იმ არაკაცმა უელსელბის მწვრთნელმა (არ არის ღირსი, რომ მისი სახელი დავასახელო) დაინახა რა, რომ ქართველები შერკინაბაში უკვე ლელოს დაუდებდნენ და ვინაიდან და რადგანაც ტომას ფრანცისი გაუსინბინეს და 7 კაცი 8 კაცს ვერ შეერკინებოდა, მას უნდა გამოეყვანა სხვა მორკინალი. ამ დროს ნიკი სმიტი და ლეონ ბრაუნი საერთოდ უსაფუძვლოდ გაყავს, ამ დროს ორი მორკინალი სარბენ ბილიკებზე დარბის პირდაპირ ჩემს ცხვირწინ, ამ დროს მათ რაღაც ემართებათ, ამ დროს ექიმი ამბობს ბიჭები ცუდათ არიან, ( როგორ? ახლა არ დარბოდით აქ ბიჭოო? გაწელვებს მე ვაკეთებდი, თუ ორივეს ერთად მოგივიდათ?)ამ დროს ეს უნამუსო ეძახის მსაჯს, ამ დროს რაღაცას ეუბნება, ამ დროს მოდის მსაჯი ჩვენთან, ამ იცვლება გადაწყვეტილება და ამ დროს ვაგებთ. გადავახვიოთ წინ. ვნახოთ რას წერენ შემდეგ აბზაცში - გატლანდმა იფიქრა, სანამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო წაგება მიგემია, მირჩევნია დროზე რაიმე მოვიგონო და მოიგონა კიდეც. იმის მაგივრად, რომ ჩვენ დაგვეღალა ქართველები და მერე მოგვეხრჩო, ყველაფერი პირიქით მოხდა. აქეთ აგვადინეს ბდღვირი და ჩვენი ნეკნების ჭახა-ჭუხი მთელ სტადიონს ესმოდა (აი აქ მიყვარს ბრიტანელები, არასოდეს იტყუებიან და ყველაფერს თავის სახელს არქმევენ). რა არ მოგვეწონა ქართველებისგან? თანაბრად, რომ გვეთამაშნენ თუ მთელი მეორე ტაიმი, რომ გვათრიეს? მარტო ნარიაშვილი რად ღირს? ან ჩილაჩავა და მეომარი და უტეხი კოლელიშვილი? ხოლო ფულბეკი იოსებ მათიაშვილი დამსახურებულად ყველა ქვეყნების დონის მოთამაშეა. ქართულმა სპექტაკლმა დაგვანახა, რომ ეს ნაკრები არანაირ ზიანს არ მოუტანს ექვსი ერის გათამაშებას. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ თამაშში, ქართველებს უნდა შევხედოთ როგორც თანასწორ ძალას. უელსმა უნდა თქვას, როს ეს არის პირველი დონის გუნდი. (დამაჟრიალა თქვენ გენაცვალეთ ლომკაცებო). გადმოვახვიოთ უკან - დადუმებული მილენიუმი, 2 000 ქართველის ყიჟინა, გაოგნებული უელსელების თვალები, - შე-გი-ძლი-ათ!შე-გი-ძლი-ათ! შე-გი-ძლი-ათ! - გაჰყვიროდნენ ქართველები -შე-გი-ძლი-ათ! შე-გი-ძლი-ათ! შე-გი-ძლი-ათ! - ისწავლეს უელსელებმა ქართულად და ახლა ისინიც დაემატნენ ჩვენებს. კარგი ხალხი, სამართლიანი, დალევის მოყვარულები, ნამდვილი ჯენტლმენები, ზრდილობიანები, ქართულ რაგბზე შეყვარებულები. ერთად დავლიეთ ლუდი მატჩის მერე პაპში. ბევრი დავლიეთ, სქოტებიც იქ იყვნენ, ვარდებიც, შოტლანდია - ზელანდიას ერთად ვუყურეთ. მაინც ვერ ვისვენებდი, ერთი უმსგავსო კაცის საქციელით, რომელმაც დაღი დაგვასვა იმ დღეს. არ გადამდიოდა ყელში არაფერი. ერთი წუთით-მეთქი დავიყვირე ისედაც ჩახრენწილი ხმით. სიტყვა მაქვს-მეთქი და გაჩუმდნენ... და დავიწყე - არავის მოფერება და თანაგრძნობა არ მინდა, მინდა თქვენგან მხოლოდ სიმართლის გაგონება... სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა, რაც არ უნდა მწარე იყოს თქვენი პასუხი - ამის მერე რაღაც 2-3 წამიანი სიჩუმე ჩამოვარდა - არის თუ არა საქართველოს ნაკრები მზად 6 ერისთვის??? -Definitely YES! (ერთმნიშვნელოვნად დიახ) - დაიყვირეს. აი სად დაიდო ქართული ლელო "პატივცემულო" უორენ გატლანდო. გაიგე რას იძახის შენი ხალხი? მიხვდი ახლა, რომ 13:6 არ მოგიგია? მიდი ახლა კიდევ რაიმე გამოიგონე, აბა შენ იცი იქნებ კიდევ გამოგივიდეს. უორენ! მსოფლიოზე ვხვდებით ჰო იცი? ორჯერ ყარაულს თოფი არასოდეს უვარდება...

P.S. დიდი მადლობა ადგილობრივ ქართველებს დიდი პატივისცემისთვის და ასეთი გულშემატკივრობისთვის.
TanoLife
20 ნოემბერი 2017 08:54
0
გენაცვალე! ნამდვილი შედევრია შენი სტატია, ძალიან მაგრადაა ყველაფერი გადმოცემული, უელსელი ხალხის თამადობით კიდევ ყველა ღირსეულ სამართლიან და ვაჟკაც ხალხს ვეხუტუნე მე!
B-52
21 ნოემბერი 2017 23:55
0
ძალიან მომეწონა თქვენი სტატია, შეფასება. მკითხელების კომენტარებს და შეფასებებს არა ნაკლები ინტერესით ვკითხულობ, ვიდრე თავად სტატიას. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომენტარები. ძალიან კარგია ასევე ის რომ შეგვიძლია კომენტარების "ლაიქი ან დიზლაიქი".
ლევანი
21 ნოემბერი 2017 12:32
0
ყველა გამოხმაურება
ამ დიდი თამაშის წინ ცოტას თუ ეჯერა საქართველოს ესეთ შედეგს მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო გუნდთან.ფაქტი ერთია საქართვრლოში რაგბი დგითიდგე იზრდება და მალე მსოფლიოზე ჯგუფიდან გასვლა მთავარი მიზანი არ იქნდბა. აი ეს არი სწორად ჩადებული ინვესტიციები ამდენი ახალი სწადიონი ბევრათ უკეთესი ბაზები.მელე ჩვენ დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს დიდ რაგბში.დამიჯერეთ ჩვენ მალე მრისხანე მეტოქე ვიქნებით ნებისმერ მეტოქისათვის.
ამიკო
20 ნოემბერი 2017 07:04
1
არ ვიცი რა ვთქვა. მე მეგონა ხალხი რაგბში ასე თუ ისე ერკვეოდა. რა გაეშალათ რა არ გაეშლათ. რო გაეშალათ მერე იტყოდით რაც ვიცოდით ის გვეთამაშაო. ანუ მაპატიეთ მარა ამ კატეგორიისთვის არ აქვს აზრი მსაჯი როგორ დაუსტვენდა. თამაში შედგა. ესაა მთავარი. მეორე ტაიმში ბურთის ფლობაში გვქონდა უპირატესობა. 20 ფაზა ისე გადავაბით ბურთი არ დაგვივარდა. აი ესაა პროგრესი. რომი ერთ დღეში არ აშენებულა. ანუ რა გინდათ ახლა რო ჩვენ სისწრაფეებზეც ასე რო ვთამაშობდეთ გავმხდარვართ ჩემპიონები და ეგაა. არის ხარვეზები მარა სწორად ვმჯშაობთ და ეს ხარვესები გამისწორდება. ექვსი ერის ღირსი არ ვართო. უნდა ჩავიდეთ და უელს უელსში მოვუგოთ და მაშინ გავხდებით ღირსი??? უელს უელსში შეიძლება 10 დან 8 ზელანდიამ მოუგოს. სხვასთან ყველასთან თანაბარი ექნებათ შანსი. რა უბედურებააა სულ ეს პესიმა და ბოღმა. მაპატუის ყველამ ცოტა გავცხარდი
Ukleba
20 ნოემბერი 2017 00:00
1
რაც არ იცით ხალხნო ჯობია არ იმსჯელოთ, რაგბი ონლაინ თამაშები და რულეტკა არაა ასე უცებ გაიგო და მერე იტვინიკოსო. გაშლას უელსი არ გვაცდიდა - მალე ამოქონდათ ხაზი და ჩაჭრაზე თამაშობდნენ; მიუხედავად ამისა უამრავი ხელით პასი გაკეთდა და ბურთზე შეყოლაში ლამის საუკეთესო თამაში აჩვენეს ჩვენებმა აქამდე რაც მინახავს იმათში. თამაში შედგა და შედგა დიდი სეირიც, აღმოსავლეთელებმა კარდიფი შეაზანზარეს - ამას შედეგი მოყვება. მოყვება კარგი შედეგი და იმაზე მალე ვიდრე გვეგონა.
Ukleba martalia
20 ნოემბერი 2017 10:03
0
ვინც თქვენზე ნაკლებად გულშემატკივრობდეს ნაკრებს..ხომ არ გავიწყდებათ რომ უელსმა ახალი ზელანდიისთვის შეინახა ძალები და ფაქტიურად მეორე შემადგენლობა ყავდა ეს ერთი მეორე შედეგი ფიქსირდება და მაგის მერე წავაგეთ მაგრამ კარგად ვითამაშეთ თავის მოუტყუება ფრეზე ითქმებოდა კარგად ვითამაშეთ და მოგება იქნებოდა მაგარი სენსაცია აქ ბიჭების თავდადებაზე და მონდომებაზე არრა საუბარი აქ მწვრთნელის კვალიფიციურობა გამოდის პირველ ეტაპზე მეც მომწონს რომ მილტონმა ქართული ხასიათი გაითავისა ბიჭებს კარგად უგებს მაგრამ მაგის გამო შედეგმა უკან გადაიწიოს აბსურდია კიდე ერთხელ მადლობა და დროა უკეთესი მწვრთნელის მოყვანის თორემ ეხლა თუ ახალა უფრო მაღალ დონეზე თუ არ ავიდა ნაკრები დსიწყება რეგრესი და მერე ვითომ რომ იცავთ მილტონს თქვენ დაუწყებთ ლანძღვას!
კახა
19 ნოემბერი 2017 23:30
20
რა კრიტერიუმით აფასებ მწვრთნელს? კონკრეტული გვითხარი - ზოგადი ფრაზები კი არა -ყველაფერი მორყეულია, კლუბები ახლა იღებენ სახეს (აწი!) და ნაკრებისგან გუნდი გააკეთა, რომელიც ტანაბრად ეთამაშა კარდიფში უელსსს? ასეთ მწვრთელს კვალიფიკაცია დავუწუნოთ, არა! არ გვყოფნის მეტი გვინდა!

და ეს მეტი ვინ არის? ახალზელანდიელთა მთავარი მწვრთნელი? უცებ არ მოირბვინოს ჩვნნნირ ქვეყანაში... ეს უბრალოდ უმადურობაც და საქმეში ჩაუხედავობაცაა
Daviti
20 ნოემბერი 2017 10:00
0
ეს ფეხბურთი არაა და ზელანდიასთან და უელსთან სანამ შედეგს მოითხოვ, ჯერ წაგებაში სხვაობა უნდა შეამცირო. მეორე შემადგენლობაო, რომ ამბობ, მეორე შემადგენლობას ბევრად მეტი მონდომებადა ჟინი ჰქონა, რომ ნაკრებში დამკვიდრებულიყო. ჰეიგის დარჩენა-არდარჩენა სხვა თემაა საერთოდ, მაგრამ პროგრესის დაუნახავობაც დიდი უმადურობა იქნება. არ გახსოვს ალბათ შარშან და შარშანწინ როგორ კარაქივით გვიჭრიდნენ ხაზს და გადაგვირბენდნენ და გადმოგვირბენდნენ.
Lasha
20 ნოემბერი 2017 09:32
0
Madloba bichebs tavdadebistvis
Es martkac is shemtxvevaa rom ageb da amayi xar rom saqartvelos sadarajoze dganan mtasavit vashkacebi
Cota meti gamocdileba rom gvqonoda aset gundebtan tamashis uketesi shedegi gveqneboda
Siscrafes unda moumatot dzmebo da gacielebit uketesi shedegi iqneba
Gaga
19 ნოემბერი 2017 23:09
0
თქვენ გაიხარეთ ბიჭებო. მელიტონამ რომ გუნდი დააყენა, მაგას რა თქმა უნდა. მაგარი კაცი გვყავს, და ბოღმას შეეშვით, ესეთი შედეგები, მაგის დამსახურებაა.გამოცდილება დაგვაკლდა და შესაბამისად მრავალფეროვნება შეტევაში, ანუ ბურთი რო ამოეგდოთ, ანუ პასი რომ გაეკეთებინათ, მოკლე პასი, მე მგონი შეგლიჯავდნენ და ეგ იყო რა. უნდა ეცადათ, მარა ვერ გარისკეს. ეგაა გამოუცდელობა. გუნდი უკვე მზადაა, ასე ვიტყოდი მე, 3-4 თამაშს წააგებდა და მერე ბევრს ვნახავდი გამწარებულს, მასე იტალია სულ წაგდებული არა ყავთ? იმედები , იმედები, კარგია
vaso
19 ნოემბერი 2017 20:32
0
ვფიქრობ, რომ ეს თამაში, განსაკუთრებით მისი ბოლო 15 წუთი, ძალიან სიმბოლურია. საქართველო "აწვება" 6 ერის კარს უკვე არა ერთი წელია, მაგრამ კარი არ იღება. სწორედ ეს მოხდა, როცა ბოლო 15 წუთი "შევესიეთ" მათ ჩათვლის მოედანს, მაგრამ "კარი" არ გაიღო, სამართლიანად თუ უსამართლოდ. ცხადია ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი სანამ გავხდებით 6 ერის "სამოთხის" სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ სხვა არჩევანი სამწუხაროდ არა გვაქვს გეოგრაფიული მიზეზების გამო.
sandro K.
19 ნოემბერი 2017 19:42
0
BBC მედია-მაგნატი ვერ იქნება, იმიტომ რომ ცოცხალი არსება არ არის. აი მედია-გიგანტობაზე კი ნამდვილად ქაჩავს )) თუმცა BBC უპირველესად დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაყურებელია და ამ ტელეკორპორაციით ამაყობს ერი. იგივე ხდება გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლები ჩვენნაირად კი არ მიაჩმორეს, არამედ ამ ქვეყნების წამყვანი სატელევიზიო არხებია. თემას რაც შეეხება, ნამდვილად ძლიერი და საამაყო რაგბისტები გვყავს, მაგრამ ჯერჯერობით ექვს-ნაციამდე ვერ გაქაჩავენ. მომავალში კი ნამდვილად გააკეთებენ ამას. წარამტებები, გამარჯვებები ქონოდეთ მომავალში
The Lelos
19 ნოემბერი 2017 19:38
4
ჯერ არ ვართ მზად 6 ერითვის
chemipita
19 ნოემბერი 2017 19:11
10
ისე გაგარტყი წაღმა-უკუღმა
eldari
20 ნოემბერი 2017 19:35
0
6 ერისთვის მზად არ ვართ,ვაღიაროთ.2კაციც რო დაიტრამვოს მე2,ან მე3 ხაზელი,სათანადო შეცვლა არ გვყავს.ეიფორია ჯერ ადრეა.რაც გუშინ ვნახეთ კარგია და ვაფასებ მათ გარჯას,მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის,მაგრამ წელიწადში 2თამაში 1დონის გუნდებთან კარგი იქნებოდა და კიდევ,თუა შესაძლებელი ოკეანეთის გუნდებთან ერთად რამე საცდელი პროექტი თუნდაც 2წლით,შინ და გარეთ(ამერიკა,კანადა,იაპონია,სამოა,ტონგა და ფიჯი)ასე უფრო განვვითარდებით მე ვფიქრობ.ხელითაც თამაშობენ ეს გუნდები და სწრაფებიც არიან.ინტრიგაც იქნება და აი მერე თუნდაც 5წლის მერე უკვე მზად ვიქნებით 6 ერზე დასამატებლად. ესაა ჩემი მოკრძალებული წადილი...
jemali
19 ნოემბერი 2017 17:46
25
რომელი შეცვლის კოლელიშვილს,მიქაუტაძეს,ლომიძეს და აღარ ჩამოვთვლი?! ცოტათი წინ გაიხედეთ,მხოლოდ შესვლა თუ გვინდა 6 ერში,კი ვთქვათ.სულაც არ ვარ პესიმისტი,მაგრამ იტალიაში თამაში მოსაგებია ჯერ. აქედან უმეტესობას მოგებული ნუ გგონიათ ეგ თამაში,ძმიშვილებო.აი დიდ10ს რომ უყურებ კაია მარა დაფიქრდი აბა,ეს 3-4 კაცი შერკინებიდან რო გამოაკლო ძირითადს და დიდი10ის ბიჭები ათამაშო,შეძლებს ჩვენი ნაკრები,უელსის კიარა,რუმინეთის დამარცხებას???
jemali
20 ნოემბერი 2017 10:54
3
მეორე და მესამე ხაზელი ზუსტადაც რომ არ გვიჭირს, თუ სადმე გვიჭირს ცენტრები და გარემარბებია, არც 10 ნომერზე გვაქვს დიდი რეზერვი. აი შერკინებაში არცერთ პოზიციაზე არ გვაქვს პრობლემა საქართველოს ჩემპიონატს თუ უყურებ ნახავ რომ ძალიან დიდი რეზერვი გვაქვს.
gia
19 ნოემბერი 2017 21:22
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული