უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
ვფიქრობ მილტონმა პაზორი თავიდან აარიდა უელსს და შერკინება აგარ მოითხოვა. ძალიან მაგრები ხართ ზმებო. გენაცვალეთ
Ramaz
18 ნოემბერი 2017 22:32
5
ძმობას გაფიცებ, ღადაობ ხო?)))
გაგა
19 ნოემბერი 2017 00:00
1
მილტონი არ წყვეტს იქ შერკინებას მოვითხოვთ თუ არა, კაპიტანი წყვეტს, კაპიტანმა მოითხოვა მაგრამ უელსელებმა იმის შიშით რომ საჯარიმო ლელოს ავკიდებდით ტრავმა მოიმიზეზეს და არ გმაოიყვანეს პირველხაზელი. ამიტომ გააუქმა მსაჯმა შერკინება
kentavri
18 ნოემბერი 2017 23:06
0
ყველა გამოხმაურება
სულ 21 კომენტარია და ზოგ კომენტარს 44 ლაიქი აქ წერა გეზარებათ? :D დიმა და რაგბი :D ნიაზი მაგარი კაცია ძალიან :D ერტი სიამოვნებაა მისი მოსმენა ერთი იტალია დაგვრჩა :D ბობოლებს რაც არ უნდა კარგათ ვეთმაშოტ სამწუხაროდ ჯერ ვერ დავამარცხებთ და არაფერს ექნებააზრი თუ იტალიას არ ვაჩვენეთ ვინაა ღირსი 6 ერში
ნოდო
18 ნოემბერი 2017 22:29
3
ძალიან მიყვარს ჩვენი რაგბისტები, ძალიან...
ლევანი
18 ნოემბერი 2017 22:23
0
აქეთ რუსეთი და იქით 6 ერის მამები!!!!
gela
18 ნოემბერი 2017 22:22
0
ბურჯები გადამალეეეთ! 6 ერის მამებს დაუძახეეეთ!
ქართველები მოდიან!
gia
18 ნოემბერი 2017 22:21
0
ბრძოლა ღირსეულად წავაგეთ მაგრამ ომი ჯერ არ დამთავრებულა! რაგბისტები ღირსეული კაცები არიან რომლებსაც უყვართ თავისი ქვეყანა. მისაბაძი ხალხი ხართ ბიჭებო.
გია
18 ნოემბერი 2017 22:12
0
ბოლო შერკინებაში ვერ მივაწვებოდით იმიტომ, რომ უელსელი პირველი ხაზის მოთამაშე გაასინბინა მსაჯმა,იმათ სრულფასოვანი შეცვლა პირველ ხაზში სპეციალურად არ განახორციელეს,ამ შემთხვევაში შერკინება მხოლოდ დგას არ აწვება,მაგრამ ეს არ არის მთავარი,ბოლო შეტევისას მთელი უელსი რაქში იყო ჩათრეული ნებისმიერი მიმართულებით ბურთის გაშლა ლელო იყო,ეს მაღალ დონეზე სათამაშო პრაქტიკის უქონლობის ბრალია,ცოტა დრო გვინდა და მაგათაც დავანგრევთ
aleko
18 ნოემბერი 2017 22:11
0
შერკინებას დიდი უპირატესობა ქონდა და მგონი უელსი ამან გატეხა. არ ველოდი ბოლოს როგორ შეეშინდათ:) ბიჭებს ლომებს დიდი მადლობა! უდიდესი პროგრესი დავინახე. უკანა ხაზიც ბალანსდება ნელ ნელა ძაან მაგარი გუნდი გვყავს. მგონი ბოლოს შერცხვათ და არ მოუგეს უელს სტუმრად ვიყავით მაიც:).
gio
18 ნოემბერი 2017 22:11
0
საინტერესოა რას წერენ უცხოური გამოცემები?
Z.LO
18 ნოემბერი 2017 22:02
1
Daily Mail UK: Hallam Amos scored to ensure Wales avoided embarrassment in Cardiff

"ჰალამ ამოსმა თავის გუნდს ქულა მოუტანა და უელსის ნაკრები თავის მოჭრას გადაარჩინა კარდიფში"
Mari
19 ნოემბერი 2017 03:02
0
ბოლოს ულსელებმა იეშმაკეს და თავიდან აიცილეს შერკინება წესებით მანიპულაციით...პრესკონპერენციაზე სთქვეს, რომ შერკნების ერთი წევრი მთლად ჯანმრთელი არ იყოო...ლინკზე გადადით და იქ ნახავთ მიზეზს რატომ მოაწოდეს ჩვენმა ვაჟკაცებმა აუტი...
http://www.bbc.com/sport/rugby-union/42002116


მაგარი გუნდი გვყავს ძალიან...მიდით ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ...
abc
18 ნოემბერი 2017 21:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული