უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
უნდა მოგვეგო უკმაყოფილო ვარ
aleko
18 ნოემბერი 2017 21:51
0
მაგარი ბიჭები არიან, უფრო მეტი თამაში ასეთი დონის გუნდებთან და სისწრაფეც დაიხვეწება და ყველაფერიც,ყველაფერი წინაა ბიჭებო
nykri
18 ნოემბერი 2017 21:49
0
ღირსეულმა ახალმა თაობამ შეავსო გუნდი.
ოღონდ ეს კომენტატორები ... არ ვიცი, რა. ვიცინო თუ ვიტირო.
ამ ობოლაძეს საერთოდ რა უნდა რაგბიში. რა ყველგან ესაა, დუტა სხირტლაძესავით.
მეშინია უთოს ჩართვა, მგონია იქიდანაც ობოლაძეს გავიგონებ.
არა უშავს, მომავალი ჩვენია.
18 ნოემბერი 2017 21:25
5
კარგია კარგი სხვა საკითხებშიც ასე რომ იზრდებოდეს საქართველო მაგარი იქნება. ცოტა სისწრაფესაც რომ მოუმატონ სავარაუდოდ ხუთეულსიც ვიქნებით
ggg
18 ნოემბერი 2017 21:13
0
ეს იყო მეტი ვიდრე თამაში ეს იყო ბრძოლა,ბრძოლა გმირული და წაგება რომელიც მოგებას უდრის. ყოჩაღ ბიჭებო შემოგევლეთ. ღმერთმა თქვენი ოჯახები გაატაროს. მადლობა ყველას. ..
გიორგი
18 ნოემბერი 2017 20:58
0
კი, საამაყოდ დავმარცხდით
გიორგი
18 ნოემბერი 2017 20:42
22
დღევანდელი თამაშის შედეგი, მომდევნო წლებში გამოჩნდება, და ის ბევრად დიდია ვიდრე ქულებში სხვაობა. ქულებში დავმარცხდით, მაგრამ შინაგანად უელსი უფრო გავდა დამარცხებულს.
ანდრი
18 ნოემბერი 2017 20:59
0
მივჯირყნეეეეეეეთ!!!!!!!!!!!!!! და მსაჯებიც დაიხმარეს!
rigiti
18 ნოემბერი 2017 23:07
1
ჩემი აზრით დერეფნის მოგების შემდეგ აპირებდნენ კიდესთან დადებას და არ გაგვიშვეს. ხაზზეც ვერ გარისკეს
გგგ
18 ნოემბერი 2017 21:18
0
მაქსიმუმ ოთხ წელიწადში ექვს ერში ვიქნებით ეს ერთი და მეორე შერკინებაში ბოლოს როარ ჩაესვარათ უელსელებს დარწმუნებული ვარ ლელოსაც დავდებდით და თამაშსაც არ წავაგებდით შეცდომები რათქმაუნდა იყო უმაგისოთ სათამაშო სახეობები უბრალოდ არარსებობს .მაგრამ თამაში იყო თანაბარი და ბიჭებმა მაგრად მოინდომეს.მესამე შე დალოცვილო თუარ გესმის და არ გაინტერესებს ეგ რაგბი რაღას პოსტავ აქ თუ კრიტიკის და ლანძღვის გარეშე არ შეგიძლია უბრალოდ.
zaza
19 ნოემბერი 2017 13:56
0
ყოჩაღ ბიჭებო გვეამაყებით! გენაცვალეეეთ
ნიკა
18 ნოემბერი 2017 21:10
0

სიახლეები პოპულარული