უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
ვულოცავ ბიჭებს ღირსეულ თამაშს - კარგები ხართ ძალიან! ცივი გონებით კი ლობჟანიძე არ უნდა იყოს პირველი 9 ნომერი ნაკრებში, ცოტა მეტი გამბედაობაც კარგი იქნებოდა - რქებით ვაწვებოდით და ერთი ბურთის ხაზზე გატანით ალბათ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა ლელოს დადების - 14 კაცით იყო უელსი. ეგ უნდა ვისწავლოთ აუცილებლად - შერკინებაში ვითრევთ ხალხს და შედეგს ვერ ვიღებთ რადგან არ გამოგვაქვს დროულად ბურთი - ოდნავი იმპროვიზაცია და ლელოს დავდებდით. რა ვიცი მილტონას იმედი მაქვს რომ ამას გამოასწორებს, თორემ სხვანაირად დასანანია ასეთი შანსების გაშვება. დიდი უკმარისობა დამიტოვა ამ თამაშმა, არ იყო წაგვეგო და ეს გრძნობა ამ ბიჭების დამსახურებაა. მადლობა ბიჭებო !!!
???
18 ნოემბერი 2017 20:45
0
მე მგონი საჯარიმო ლელოს იმედი გვქონდა,თანაც თუ შუაში დავდებდით ლელოს,გარდასახვა გაგვიადვილდებოდა.მოკლედ ანგარიშის გასათანაბრებლად ვიბრძოდით და არ გამოგვივიდა,თან ორჯერ.დიდებულად ვითამაშეთდა თუ სევადარებთ შარშან შოტლანდიასთან პირველი ტაიმი მორიდებით ვითამაშეთ და მხოლოდ მეორე ტაიმში გავათანაბრეთ თამაში,ამ ზაფხულს პირველი ტაიმი არგენტინასთან წავაგეთ,მეორე კი მოვიგეთ,დღეს კი მეორე ტაიმის მოგებასთან ერთად კინაღამ თამაშიც გადავარჩინეთ.ბოლოს ჯარიმა რომ არ დავარტყით და ანგარიშის გათანაბრებაზე ვითამაშეთ,ეგეც გუნდის თავდაჯერებულობის მატებაზე მეტყველებს,ელიტარულ გუნდებთან თამაშის დინამიკა კი უკვე იმის რწმენას გვაძლევს,რომ ლოგიკურად მომავალ წელს,ტესტებზე უკვე პირველი გამარჯვება უნდაც მოვიპოვოთ ელიტის რომელიმე გუნდზე.ნაკრები მართლა კენგურუს ნახტომებით ვითარდება და იმედია ასეც გაგრძელდება.
სოსო
18 ნოემბერი 2017 21:33
0
დიდი მადლობა, ძმებო, ღირსეულად იომეთ! ამაყები ვართ თქვენით!
giglia
18 ნოემბერი 2017 20:45
0
ბოლოში ფლანგზე რომ გადაეტანათ მაგრამ თავი არავინ აწია
gamarjveba
18 ნოემბერი 2017 20:44
7
კი, საამაყოდ დავმარცხდით
გიორგი
18 ნოემბერი 2017 20:42
22
დღევანდელი თამაშის შედეგი, მომდევნო წლებში გამოჩნდება, და ის ბევრად დიდია ვიდრე ქულებში სხვაობა. ქულებში დავმარცხდით, მაგრამ შინაგანად უელსი უფრო გავდა დამარცხებულს.
ანდრი
18 ნოემბერი 2017 20:59
0
კი, საამაყოდ დავმარცხდით
გიორგი
18 ნოემბერი 2017 20:42
22
რამ გაგაბოროტა ((( ეტყობა შენ ან გალახული ყევხარ რომელიმეს , ან პათოლოგიურად გძულს რომ ასეთი გუნდი გვყავს !! არ დაბლოკოთ კომენტარი !
კახაბერი
18 ნოემბერი 2017 21:36
0
13-6 გაასწორეთ სათაური
ლმ
18 ნოემბერი 2017 20:39
0

სიახლეები პოპულარული