უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
ამას უკვე ექვსი ერის კარის შემტვრევა კი არა ამ კარის საერთოდ ჩამოხსნას ნიშნავს! რა შეშინებული თვალებით იყურებოდნენ მასპინძლები ბოლო წუთებზე. კიდევ როდემდე დაგვემალებიან ნეტავ ისინი და იტრიალებენ ჩაკეტილ წრეში იტალიასთან ერთად?!
დუდუ
18 ნოემბერი 2017 21:36
0
გილოცავთ ყველას ასეთ კარგ თამაშს. ეხლა რა მინდა ვთქვა ცოდოები ვართ მემგონი უკვე ძაან ისევ რუსეთთან, რუმინეთთან, ესპანეთთან პორტუგალიასთან მეორე ეშელონის გუნდებთან სათამაშოდ გადაზრდილები ვართ მაგისთვის და მეორე მოსაზრება არის რო ექვსი ერისთვის ჯერ მზად არ ვართ მაგრამ დღევანდელმა თამაშმა დაგვანახა ალბათ ყველას რო ვიმსახურებთ დაწინაურებას, თორე ვფიქრობ კიდე უფრო განვითარება ძაან გაგვიჭირდება პორტუგალიასთან და რუსეთეთან თუნდაც რუმინეთთან ჭიდაობით. იქნებარამეთი ვიასაც შეუძლია შეეშველოს საქართველოს სიტყვა შეაწიოს და ფულით უზრუნველყოს , იმიტო რო ექვსი ერი კომერციული ტურნირია . წარმატებები ბიჭებს , მადლობა.
საქართველო
18 ნოემბერი 2017 21:35
0
მართლაც ლომები ხართ! ოხ სად გადაგვირჩნენ
კახა
18 ნოემბერი 2017 21:35
0
სირცხვილი უელსს,ბოლოს კაცი დამალეს რომ შერკინებაში არ მივწოლილიყავით,მაგიტომ გაავათამშეთ აუტიდან. არეკადრება უელსს ესეთი საქციელი.
ყოჩაღ ჩვენ ბიჭებს, იხაროს თქვენმა მარჯვენამ
ალექსანდრე
18 ნოემბერი 2017 21:33
0
ღირსეულმა ახალმა თაობამ შეავსო გუნდი.
ოღონდ ეს კომენტატორები ... არ ვიცი, რა. ვიცინო თუ ვიტირო.
ამ ობოლაძეს საერთოდ რა უნდა რაგბიში. რა ყველგან ესაა, დუტა სხირტლაძესავით.
მეშინია უთოს ჩართვა, მგონია იქიდანაც ობოლაძეს გავიგონებ.
არა უშავს, მომავალი ჩვენია.
18 ნოემბერი 2017 21:25
5
ეს იყო ლოგიკური მინიმუმი, ამაზე ნაკლები თამაში არაფრით არ იქნებოდა და ამაზე მეტად ვერ შეგვაკავებდნენ. მოკლედ, მოვდივართ ძია და მალე მოვალთ! აბა ჰე ..
ზვიადი
18 ნოემბერი 2017 21:24
0
ჩემი აზრით დერეფნის მოგების შემდეგ აპირებდნენ კიდესთან დადებას და არ გაგვიშვეს. ხაზზეც ვერ გარისკეს
გგგ
18 ნოემბერი 2017 21:18
0
საღოლ ჩვენ ბიჭებს. რა მეორე ტაიმი გააკეთეს, ყოჩაღ ლომებო. პირველ ტაიმში მაინც მოკრძალება იგრძნობოდა. აღარანაირი მოკრძალება. დიდი მადლობა თქვენ, გვეამაყებით, გვიყვარხართ
გულშემატკივარი
18 ნოემბერი 2017 21:18
0
არცერთი ქართული ბრენდი არ ქმნის დღეს არაფერს უფრო ქართულს და უფრო ღირებულს და ზოგადევროპული მასშტაბით (როგორც მინიმუმ) უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე ქართული რაგბი (მხოლოდ სპორტის სფეროს არ ვგულისხმობ!).
მოგვცენ მეტი ტესტმატჩები პირველ დონესთან და ასეთი მატჩების ერთი მესამედი უბრალო ალბათობის პრინციპითაც კი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. არსაფერს ვამბობ გამოცდილებაზე, რომელიც დინამიკაში გაზრდის ჩვენს პოტენციალს და არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა დღე მოელის ჩვენი ამდაგვარი თამაშის შემთხვევაში ექვსი ერის მაჩანჩალა იტალიას გაისად.
მილტონ ჰეიგს და მთელს ნაკრებს უკვე წასულ ღვაწლმოსილ ბიჭებთან ერთად ღირსების ორდენებს ჩამოვურიგებდი!
უფრო ღირსეულ ქართველებს მე არ ვიცნობ!!!
cotne
18 ნოემბერი 2017 21:17
0
კარგი იქნებოდა მომდევნო მატჩებისთვის თუ ხაზსს გავწელავთ,ფრთები მოშიშვლებული იყო უელსის ბოლო წამებზე და ხეირი შეიძლებოდა ალბათ.
ნიკა
18 ნოემბერი 2017 21:15
0

სიახლეები პოპულარული