უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
შერკინებას დიდი უპირატესობა ქონდა და მგონი უელსი ამან გატეხა. არ ველოდი ბოლოს როგორ შეეშინდათ:) ბიჭებს ლომებს დიდი მადლობა! უდიდესი პროგრესი დავინახე. უკანა ხაზიც ბალანსდება ნელ ნელა ძაან მაგარი გუნდი გვყავს. მგონი ბოლოს შერცხვათ და არ მოუგეს უელს სტუმრად ვიყავით მაიც:).
gio
18 ნოემბერი 2017 22:11
0
შერკინება აუტით შეგვიცვალეს, რა წესია, სირცხვილი უელს, ეს გამარჯვება არ არის.
duda
18 ნოემბერი 2017 21:49
0
დიმა არის თანამედროვე ნუგზარ ჯუღელი: არაფრის გაგებაშია! რაც შეეხება ბიჭებს-მაგრები ხართ, გენაცვალეთ ჯიგარში!
გულშემატკივარი
18 ნოემბერი 2017 23:02
0
ფეხბურთში კაი მარგალიტებს ისროდა))) მარა ნიაზი საოცრებაა - დავკეცეთ ლეჟანკასავითო )))))
გგგ
19 ნოემბერი 2017 15:39
0
ბიჭები მაგრები არიან ჰეიგის მეთაურობით!!!!
თემო მ.
18 ნოემბერი 2017 21:13
0
ყველაფერი კარგი იყო ბოლო მომენტის გარდა. ხაზზე უნდა გადაეტანათ ბურთი
!
18 ნოემბერი 2017 20:47
0
რაღა უნდა ვთქვა...რაც იყო პირველი გუშინდელი საოცარია თამაშის დასრულების მერე იყო ის, რომ ეგრევე თვალწინ დამიდგა 2007 წლის ირლანდიასთან წაგება....და ირლანდიელთა ლეგენდარული კაპიტნის ბრაიან ოდრისკოლის სიტყვები : "მთელი ჩემი კარიერის მანძილზე პირველად ამიკანკალდა მუხლები...ამიკანკალდა შიშისგან არ წაგვეგოო" და ეს თქვა საქართველოსთან თამაშის შემდეგ.... და ირლანდიელთა წამყვანების ჩანაწერი: "ღმერთო ჩემო როგორც ამბობენ ქართველებს მხოლოდ 3 სტადიონი აქვთ, წარმოგიდგენიათ რას იზამდნენ მეტი რო ქონდეთ? ღმერთო ჩემო..." და ირლანდიელი ფანის კომენტარი ფორუმზე : "საქართველოს ნაკრების მაისური მინდა...მაშოვნინეთ რაა..."
ჯერ კიდე მაშინ, ლამის ინფარქტს ძლივს გადარჩენილზე ვთქვი რო მალე, სუუულ მალე ბარეორ ბობოლას გავიფენდით და ეს დროც მალე იქნება....
ყველა ერთად გავიხარებთ და ვიამაყებთ ჩვენი ლომკაცებით!
აეეეეე .....დაგვიდექით, ქართველები მოდიააააან!
მიროსან
19 ნოემბერი 2017 22:35
0
გილოცავთ! ასე გააგრძელეთ და 6 ერის კარიც გაიღება!!!!
გუჯა კახაძე
18 ნოემბერი 2017 23:35
0
მეამაყება რომ ვარ ქართველი,ტქვენ კი ცჰვენი სული და გული მეამაყებით ბიჯებო,ასე ჯიგრულად მიაწექით ყველაფერი კარგად იქნება,წინ საქართველო
მარი
18 ნოემბერი 2017 22:59
0
ძალიან მიყვარს ჩვენი რაგბისტები, ძალიან...
ლევანი
18 ნოემბერი 2017 22:23
0
აქეთ რუსეთი და იქით 6 ერის მამები!!!!
gela
18 ნოემბერი 2017 22:22
0

სიახლეები პოპულარული