რაგბი

ეროვნული ნაკრები

უელსელი მორაგბე: მზად ვართ საქართველოს "მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისთვის"

AutoSharing Option
ჰალამ ამოსი უელსის მორაგბეთა ნაკრების უკანახაზელია და ამავდროულად, ერთ-ერთ დიდ ტალანტად ითვლება. ბრიტანელმა მორაგბემ ESPN-თან საქართველოსთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"საქართველოს ჰყავს კარგი მოთამაშეები, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მათთან შეხვედრა იქნება გამოწვევა. ჩვენ უნდა ვნახოთ საქართველოსთან მატჩში როგორ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი თამაში.

მომავალი შეხვედრა შემიძლია შევადარო მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაისთან დაპირისპირებას. მაშინ მეტოქისთვის ეს მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უდრიდა. საქართველოსთვისაც ასეა, ეს შეხვედრა მათთვის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

მათთვის ჩვენს სტადიონზე თამაში იქნება წარმოუდგენელი გამოცდილება და ისინი თავიანთ მაქსიმუმს
გააკეთებენ".