A Game of Inches: უყურეთ არაამქვეყნიურ ქართულ ლელოს [VIDEO]

AutoSharing Option
globalvoices.org-მა საქართველოს ნაკრების კანადასთან გამარჯვებას ვრცელი სტატია მიუძღვნა და განსაკუთრებული ყურადღება სოსო მათიაშვილის ლელოს დაუთმო.

- "ბორჯღალოსნებმა" კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22 [VIDEO]

"საქართველო - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა თანდათან იქმნის რეპუტაციას, როგორც რაგბიში მოთამაშე ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.

საქართველო უკვე უგებდა კანადას 40:22-ს, როცა სოსო მათიაშვილმა თავისი ლელოთი უფრო მაღალი ანგარიში დააფიქსირა.



რაგბის გულშემატკივართა სპორტულმა ბლოგმა Pundit Arena-მ სოსო მათიაშვილის მე-2 ლელოს უკვე უწოდა "ინდივიდუალური ბრწყინვალების პიესა 24 წლის ასაკში".

მათიაშვილმა ჯერ ბურთი გადაკიდა,
მერე მეტოქეებს სისწრაფეში აჯობა და ნახტომში წარმოუდგენელი სილამაზის ლელო დადო.

რაგბის კავშირში ადასტურებენ, რომ ეს ლელო იყო: "როცა მორაგბე ეხება ბურთს, სანამ ხაზს გადაკვეთს და ისე დაამიწებს, რომ ხაზს იქით იყოს, ეს უკვე ლელოა."

მათიაშვილმა მოახერხა, ბურთს შეხებოდა წამის მეასედში. ეს ყველაფერი ჰგავდა ალ პაჩინოს სიტყვას ფილმში "Game of Inches", სადაც ის ამახვილებს ყურადღებას, თუ როგორი მნიშვნელოვანია ამერიკულ ფეხბურთში ყველა დეტალი.

იმის მიუხედავად, რომ ეს ტესტმატჩი იყო, ამ ლელოზე საუბრობს რაგბის ყველა გულშემატკივარი.

რაც შეეხებათ კანადელ მორაგბეებს, პირველ ტაიმში დაცვაში ძალიან კარგად იმუშავეს, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში ქართულ შეტევას წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

საქართველომ მაღალ ტემპში და ფიზიკურად ძლიერად ითამაშა. თბილისი სტუმრებისთვის კეთილგანწყობილი ქალაქი არასდროს არ ყოფილა და კანადას ყურადღება ამაზე უნდა გაემახვილებინა. ემახსოვრებათ ოთხი წლის წინ მძიმე მატჩი სტუმრებს, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ის დასანანი მარცხი, რომელსაც არ ელოდნენ.


მას შემდეგ, რაც 2003 წელს რაგბიში მსოფლიო რეიტინგი შემოიღეს, საქართველოს ყველაზე ცუდი რეიტინგი 23-ე ადგილი იყო და საუკეთესო მათთვის მე-11 პოზიციაა.

დღეს საქართველო მე-12 ადგილზეა და ათეულში ყველაზე ძლიერი მორაგბეთა ნაკრებებია. მათ შორისაა შეუჩერებელი ახალი ზელანდია.

2019 წელს საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფშია, სადაც ავსტრალიასთან, ფიჯისთან და უელსთან ერთად იასპარეზებს.

ჯგუფში წარმატების მიღწევა საქართველოსთვის კვანტური ნახტომი იქნება.

წინა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს გამოსვლამ ადგილობრივ გულშემატკივარს დიდი იმედები გაუჩინა.

მაგრამ, როგორც მათიაშვილის ლელო იყო შესაძლებელი, ასევე შეუძლია კავკასიურ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე სენსაციის მოხდენა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რაც მთავარია რაგბის განვითარებისათვის წლების წინ დანერგილმა მიდგომებმა და სისტემამ დაიწყო შედეგების მოტანა. ის რაც სპორტის სხვა სახეობებში გადაუჭრელი პრობლემაა თაობების ცვლა და პროგრესი, რაგბში ამის საშიშროება ძალიან მცირეა.
რათქმა უნდა ზოგიერთ პოზიციაზე მეტი მუშაობაა საჭირო, თუმცა პროგრესი ნათელია და მჯერა რომ ეს უკვე შეუქცევადი პროცესია.
0
მაქსიმსლისტები და უსაზღვრო ოპტიმისტები ნუ ვიქნებით, კარდიფში გამარჯვება იქნება წარმოუდგენლად ძნელი, მთავარია ღისრეულად ვეთამაშოთ და მერე... ნურაფერს გამოვრიცხავთ :))))
Dato
23:32 13-11-2017
0
სიახლეები პოპულარული